reportiori.ge - სავაჭრო სახლ ,,საბას“ თანამშრომლებს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
საზოგადოება
სავაჭრო სახლ ,,საბას“ თანამშრომლებს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 06:58

სახელმწიფო კანცელარიასთან სავაჭრო სახლ ,,საბას“ თანამშრომლების აქცია გაიმართა. 26 თებერვალს  სავაჭრო სახლში  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კანცელარიის წინ ავეჯი მიიტანეს. მათ  თან აქვთ  პლაკატები და სურათები,  რომლებზეც   ხანძრის შემდეგ სავაჭრო სახლის განადგურებული შენობაა ასახული.  

 აქციის მონაწილეები  სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ფინანსთა მინისტრისაგან მოითხოვენ, რომ  ბანკებთან უშუამდგომლოს. ზარალის ანაზღაურება კი,  სარეზერვო ფონდიდან მოხდეს. ამასთან, ისინი  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

 დაზარალებულთა ინფორმაციით, 5 თვეა სხვადასხვა უწყებებს  ამაოდ მიმართავენ. ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ და ბანკებთან შუამდგომლობა სთხოვეს, რაზეც ნოდარ ხადურმა  აუდიტის დასკვნა მოითხოვა.  დასკვნის  წარდგენის შემდეგ კი უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ მას არ ენდობა.

  ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტერიტორიის დატოვება და ავეჯის უკან წაღება  მოსთხოვა, რადგან კანონით მათ არა აქვთ კანცელარიის წინ ავეჯის დადგმის უფლება.

  აქციაზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ინიციატივა წარმომადგენელმა ლაშა ფარულავა, პოლიციას  თხოვა განემარტა, თუ რატომ უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია აქციის მონაწილეებს  და   მერიისაგან გაცემული აქციის ჩატარების ნებართვა წარუდგინა. ფარულავას განმარტებით,  აქციის მონაწილეები, შენობას პიკეტირებას არ უკეთებენ და კანცელარიის შენობიდან 20 მეტრში იმყოფებიან, რაც კანონით არის დაშვებული.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016