reportiori.ge - კლარენს ზეედორფი: 22-წლიანი კარიერის შემდეგ, ფეხბურთის თამაშს თავს ვანებებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
სპორტი
კლარენს ზეედორფი: 22-წლიანი კარიერის შემდეგ, ფეხბურთის თამაშს თავს ვანებებ
ავტორი:
15 იანვარი, 2014. 10:49

ბრაზილიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და "მილანის" მწვრთნელი გახდება.


ზეედორფი ბოლო პერიოდში "ბოტაფოგოში" თამაშობდა და ხსენებულ კლუბში კარიერის გაგრძელებას კიდევ ნახევარი წელი აპირებდა. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გადადგომამ და "მილანის" შეთავაზებამ გეგმები შეაცვლევინა.


"მინდა განვაცხადო, რომ 22-წლიანი კარიერის შემდეგ, ფეხბურთის თამაშს თავს ვანებებ. ეს რთული ღამის მერე გადავწყვიტე. ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ. ასევე, კმაყოფილი ვარ, რომ "ბოტაფოგოსთან" ერთად ლიბერტადორესის თასზე გავაღწიე. კლუბი მენტალურად უფრო ძლიერი გახდა. ეს გამოცდილება, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მივიღე, "მილანის" მწვრთნელის რანგში ძალიან გამომადგება" - football-italia.net-ი იუწყება. 





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016