შსს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 36-ე შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართებისა და ღობეების ფიქსაციის პროცესი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რიგ პრობლემებს უქმნის, როგორც გადაადგილების თავისუფლების, სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყოფის ისე სარწყავი და სასმელი წყლის ხელმიუწვდომელობის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის საკითხი, 2008 წლის ომის შემდეგ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირებისა და საქართველოს იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან" - აღნიშნულია განცხადებაში.