reportiori.ge - კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და სამართლებლირვი თვლასაზრისით სწორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:48
სამართალი
კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და სამართლებლირვი თვლასაზრისით სწორია
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 19:48

კახა კოჟორიძე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ „რეპორტიორთან"კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ განკარგულება ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით სწორია.

„შეწყალების საკითხს  პრეზიდენტის ბრძანებულება არეგულირებს, რომელშიც არის რიგი ჩამონათვალი, რა შემთხვევაში არ შეიძლება პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება. მაგალითად, არ შეიძლება თუ ბრალდებულს არ აქვს მოხდილი სასჯელის ერთიმესამედი მაინც. ასევე, თუ პირი არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას. მაგრამ იმავე ბრძანებულებაში  არის ერთი მუხლი, რომელიც აწესებს გამონაკლის შემთხვევას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს აქვს უფელება, აკრძალვების მიუხედავად, შეიწყალოს პირი.  აქედან გამომდინარე, მოცემულ სიტუაციაში, პრეზიდენტის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება ფორმალური  და სამართლებლირვი თვლასაზრისით  სწორია.

პრეზიდენტის სუბიექტური დამოკიდებულება გუანვასთან მიმართებაში გამოვლინდა თავიდანვე. როდესაც ძიება დაიწყო პრეზიდენტმა ის დანიშნა  გუბერნატორად.  კანონით აკრძალულია გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნა პირის, ვის მიმართაც ძიება მიმდინარეობს.  პრეზიდენტი არ ამბობს, რომ გუნავა დამნაშავეა და იწყალებს, პირიქით ის გუნავას უდანაშაულობაზე საუბრობს.

როგორც კი პრეზიდენტის ბრძანებულება მივა სასჯელაღსრულების სამინისტროში, გუნავას გაათაავსიუფლებენ",- განცხადა კახა კოჟორიძემ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016