reportiori.ge - „Baby Gia“ - იტალიელი სუპერმოდელის ტრაგიკული ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:08
კულტურა
„Baby Gia“ - იტალიელი სუპერმოდელის ტრაგიკული ისტორია
ავტორი:
15 იანვარი, 2014. 13:47

ჯია კარანჯი - "Baby Gia",  ამერიკელი სუპერმოდელი,  რომელმაც სამოდელო სამყაროში სრულიად ახალი პოზები შემოიტანა  და  დაუვიწყარი „ცუდი" გოგონას სახე შექმნა.

 

ჯია 1970-1980 წლებში   თავისი დროის ერთერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელად ითვლებოდა.  მან   უდიდეს წარმატებებს მიაღწია და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო.

18 წლის ჯია წარმატების ზენიტში იყო, ხოლო   26 წლის ასაკში მისი სახელი გარდაცვალების მოწმობაში ჩაიწერა.

1998 წელს მასზე ფილმი Gia გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ასევე ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი  ანჯელინა ჯოლი  ასრულებდა.

"სიცოცხლე და სიკვდილი, მოძრაობა და სიმშვიდე. თუკი დღეს მე სამუდამოდ გავჩერდიალბათ ამად  ღირდა. რომ შემეძლოს, აუცილებლად გამოვასწორებდი ყველა იმ საშინელ შეცდომას, რაც კი ცხოვრების მანძილზე ჩამიდენია. მაგრამ ტკივილი, რომელიც შინაგანად მჭამდა და მოუშუშებელ იარებს მიტოვებდა სულზე, ალბათ კანონზომიერი იყო და იმის საპირწონე, რისკენაც მივდიოდი... არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯოჯოხეთია თუ სამოთხე, მონობა თუ თავისუფლება... მე უნდა გამეკვალა გზა მათში, მათზე, მათ შორის... და ზემოდან გადმომეხედა იმ ცხოვრებისთვის რომელიც გავიარე..."- ამონარიდი ჯია კარანჯის დღიურიდან.

 

რატომღაც ყველა გარბის ჩემგან...


 

 

 

1960 წლის ზამთარში, ფილადელფიაში მცხოვრებ ერთ ჩვეულებრივ ოჯახს, პატარა გოგონა,  სახელად ჯია შეეძინა. თერთმეტი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ. დედამ შვილები მამის ანაბარა მიატოვა და გაუჩინარდა. პატარა ჯია ძალიან განიცდიდა უდედობას, სავარაუდოდ სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა მას პირველი სერიოზული ფსიქოლოგიური კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით  საკუთარ დღიურებში ასე უკეთებს ფორმულირებას: "რატომღაც ყველა გარბის ჩემგან, თითქოს  მათ უკეთესი ცხოვრება ეგულებათ იქ, სადაც მე არ ვიმყოფები"...   

 

ის, რომ კამერასთან "მეგობრობა" ეიოლებოდა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას აღმოაჩინა. მოგვიანებით აღიარა, რომ ეს საქმე მისთვის სასიამოვნო გასართობი უფრო იყო, ვიდრე სერიოზული პროფესიული მიზანი. თუმცა 1977 წლიდან სამოდელო ბიზნესში  დაწყებულმა მისმა კარიერამ, საკმაოდ მალე, კოლოსალური პოპულარობა მოუტანა. ჯიას სახემ ჟურნალ "ვოგის" ფურცლებზე დაიმკვიდრა  თავი.

"სამყარო ფულზე და სექსზეა დამყარებული, მე კი გაცილებით უფრო ფასეულ რამეებს ვეძებ ცხოვრებაში - ბედნიერებას, სიყვარულს, სითბოს, ზრუნვას" -  ჯიასთვის  პოპულარული და ცნობადი ქალის სახელს ბედნიერება არ მოუტანია. მისი სათუთი ფსიქიკა ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მოდის სამყარო ნაკლებად ინტერესდება მისი სულიერი მდგომარეობით. ამ ბიზნესში ხომ მარტოოდენ ადამიანის "გარეგნული შეფუთვა" აინტერესებთ.

 

ჯია არასოდეს მალავდა თავის ლესბოსურ მიდრეკილებებს...  

 

 

ჯია არასოდეს მალავდა თავის ლესბოსურ მიდრეკილებებს.  მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა, იგი მკვეთრად გამოხატული ანთიპათიით იყო განწყობილი მამაკაცების მიმართ, თუმცა საკუთარი სქესის წარმომადგნელებშიც ამაოდ ეძებდა ჭეშმარიტ მეგობარსა და სულიერ თანამოაზრეს. შემთხვევითი კავშირების სიმრავლემ და განურჩევლობამ, მოდელში სულიერი მარტოობის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა, რის საფუძველზეც იგი მალე ნარკოტიკების ინტენსიურ მომხმარებლად იქცა. მოდელი 26 წლის ასაკში ზემოთხსენებულ სენს ემსხვერპლა. თუმცაღა მისი სიკვდილის მიზეზად არა უშუალოდ ნარკოტიკი, არამედ იმ პერიოდისთვის იშვიათი აივ ინფექცია - შიდსი იქცა.

ჯია კარანჯი 1986 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.  

იტალიური წარმოშობის ჯია კარანჯი 1960 წლის 29 იანვარს დაიბადა. ჯიამ მაღალ მოდაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი  იყო ერთ-ერთი პირველი შავგრემანი მოდელი, რომელიც მოდური ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა.

ჯია კარანჯის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია  უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროდ რჩება. მარტოსული ბრბოში - "BABY GIA" მოდის ინდუსტრიის ქალღმერთი.

 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)  

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016