„ნებისმიერ ხელისუფალს პაუხისმგებლობა აქვს დაკისრებული და ეს პასუხისმგებლობა კარგია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს აღმოაჩნდა და მან გადაწყვიტა სწორი ნაბიჯის გადადგმა. არ შეიძლება ქვეყანაში ბედუკაძე დადიოდეს ქუჩაში და თენგიზ გუნავა, რომელიც რომ იტყვიან, შიშველი ხელებით იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავის თანამშრომლებთან ერთად, პატიმრობაში იყოს" - აცხადებს გუნავას ადვოკატი, გიორგი ონიანი „რეპორტიორთან" საუბარში.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სამეგრელოს გუბერნატორის, თენგიზ გუნავას გათავისუფლებას ელოდებიან. ადგილზე იმყოფებიან გოკა გაბაშვილი , გივი თარგამაძე, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მარიამ საჯაია, ახალგაზრდული მოძრაობა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები და სხვ. ისინი თენგიზ გუნავას დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.
თენგიზ გუნავა ე.წ. მატროსოვის ციხეს უახლოეს ხანში დატოვებს