აქციის მონაწილეები სასულიერო პირების, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და იოთამ ბასილაიას ბრალის წაყენებას აპროტესტებენ.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, სასულიერო პირების წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი ჯონდი ბაღათურიამაც გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არა სასამართლომ, არამედ ეკლესიამ უნდა მოახდინოს .
17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.