საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ ე.წ. მატროსოვის ციხე ამ წუთებში დატოვა. ყოფილ მსჯავრდებულს პარლამენტის უმცირესობის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
„მე ისევ გავაგრძელებ ჩემს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც დაკავებულები არიან, მიმაჩნია, რომ ჩემს მსგავსად, ისინიც უნდა გათავისუფლდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა და ასევე საქართველოს პრეზიდენტს."-განაცხადა გათავისუფლებულმა გუნავამ.
მისივე თქმით, საპატიმროში მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი დღეს შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, გუნავას ნასამართლეობაც მოეხსნა.