reportiori.ge - თენგიზ გუნავა: მე ისევ გავაგრძელებ ჩემს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:29
სამართალი
თენგიზ გუნავა: მე ისევ გავაგრძელებ ჩემს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 22:13

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ ე.წ. მატროსოვის ციხე ამ წუთებში დატოვა. ყოფილ მსჯავრდებულს  პარლამენტის უმცირესობის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

„მე ისევ გავაგრძელებ ჩემს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც დაკავებულები არიან, მიმაჩნია, რომ ჩემს მსგავსად, ისინიც უნდა გათავისუფლდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა და ასევე საქართველოს პრეზიდენტს."-განაცხადა გათავისუფლებულმა გუნავამ.

მისივე თქმით, საპატიმროში მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი დღეს შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, გუნავას ნასამართლეობაც მოეხსნა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016