reportiori.ge - ვიქტორია ნულანდი უკრაინას ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:20
მსოფლიო
ვიქტორია ნულანდი უკრაინას ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდებს
16 იანვარი, 2014. 13:31

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატში გამართულ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს მოუწოდა - ძალა არ გამოიყენონ. მისი თქმით, ევროკავშირს და აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება სურთ.

 

„უკრაინელთა უმრავლესობის მსგავსად, აშშ-სა და ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში სურთ, რომ მიმდინარე დაპირისპირება პოლიტიკური, დემოკრატიული და პირველ რიგში, მშვიდობიანი გზით მოგვარდეს", - განაცხადა  ნულანდმა.

 

ნულანდი პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საქმესაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება უკრაინის მიერ ევროპული გზის ერთგულების მინიშნება იქნება, თუმცა იანუკოვიჩი ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის.

 

„ტიმოშენკოს საკითხი ყოველ შეხვედრაზე დღის წესრიგში დგას. მისი გათავისუფლება უკრაინის მხრიდან ევროპული გზის ერთგულების ძლიერი სიგნალი იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მზად არ არის ეს ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

 

ამავე შეხვედრაზე, დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდესმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას კიდევ გამოიყენებს, უკრაინის მიმართ სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016