reportiori.ge - მაია დარსმელიძე: ჩემთვის მხოლოდ ამ შედეგით დაჯდა „ნიჩია“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:24
ყვითელი
მაია დარსმელიძე: ჩემთვის მხოლოდ ამ შედეგით დაჯდა „ნიჩია“!
ავტორი:
16 იანვარი, 2014. 15:05

მომღერალი მაია დარსმელიძე  „ახალი ხმის"  ფინალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ინბოქსში უამრავი წერილი დამხვდა. იმდენი წერილია, ყველას სათითაოდ რომ გიპასუხოთ, ალბათ, ერთი კვირა არ მეყოფა. დიდი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ამ პროექტში გავიცანი უამრავი მაგარი შემსრულებელი და ბედნიერი ვარ, რომ ვოისი გახდა ჩვენი მეგობრობის მიზეზი. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ძალიან მაგარ გუნდს, ჩემს უსაყვარლეს ბავშვებს - თამარ ჯგუშიას, ელენე საბიაშვილს, ანჩო დოლიძეს, გუგა მაჭარაშვილს, ნინუცა ნიქაბაძეს, მარიამ დოკვაძეს, თეო ჩიტიშვილს. ასევე უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი კონკურენტი მწვრთნელების უმაგრესი ბავშვები გავიცანი, ყველა ძალიან მაგარია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად დავუახლოვდი და ძალიან შემიყვარდა ნიკა ლაზარიაშვილი, მარიამ მახაშვილი, ეთო გავაშელიშვილი, სანდრო კახიძე, მარიამ პავლიაშვილი, ნინი გველესიანი, ნინია მეტრეველი, ანი ჩხეიძე, მარიამ კოტრიკაძე (მეშინია ვინმე არ გამომრჩეს)...



უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა საშუალება მემუშავა ყველაზე მაგარ ბიჭებთან - გიორგი მახარაშვილთან, შოთა ადამაშვილთან, ზვიად მღებრიშვილთან, ძიმა კობეშავიძესთან და კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მეჩვენებინა თქვენთვის ჩემი უსაყვარლესი ნუკრი მენთეშაშვილი... კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი - პროექტის ბოლოს, საფინალო კომპოზიციაზე მუშაობისას ჩემი უძვირფასესი დათო ფორჩხიძის მწვრთნელობაც გამომივიდა (ეს რა თქმა უნდა ღიმილით დაიწერა).



ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი უმაგრესი გოგო, ჩემი თიკო მოსემღვდლიშვილი, რომელთანაც მუშაობა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ის არაჩვეულებრივი და იშვიათი ვოკალისტია (ამ სიტყვის დამახასიათებელი ყველა საჭირო თვისებით) და ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მაგარი ადამიანი, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ზოგადად ურთიერთობებში.



არანაირად არ დამწყვეტია გული გუშინდელ წაგებასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ გითხრათ, ვთვლი, რომ ღირსეულად წავაგე. ჩემი მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი საინტერესო კომპოზიცია და არაჩვეულებრივი კონკურსანტების შესაძლებლობები მაქსიმალურად მეჩვენებინა თქვენთვის. მთავარი იყო ღირსეული ფინალისტი მყოლოდა, რომლითაც მოგებაც, წაგებაც ერთი იქნებოდა. აქ მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ გამარჯვება მეორეხარისხოვანია (ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც). ყველას გახსოვთ ჩემი ყველაზე მაგარი გოგო - მაგდა ვასაძე, რომელსაც ასევე არ მოუგია ეს პროექტი, მაგრამ მან დაიმსახურა თქვენი სიყვარული - ყველაზე მთავარი კი ესაა.


 
დამთავრდა ვოისი და თითქოს ეგრევე დამიმშვიდდა აწეწილი ნერვები... კიდევ კარგი, რომ მაქვს თვისება, რომელიც ადვილად მავიწყებს იმ ნერვიულობას, რომელიც ბუნებრივად ახლავს ასეთი ტიპის პროექტებს, და დასასრულში მხოლოდ კარგი მახსენდება.


 
მინდა მადლობა გადავუხადო ახალი ხმის მთელ სტაფს (აქაც შეიძლება ვინმე გამომრჩეს...), და მათ შორის ადამიანებს, ვისაც ძალიან დავუახლოვდი - ეკა ნაცვლიშვილს, ეკა გორთამაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე რამიშვილს და ამ პროექტის პროდიუსერს - დავით იმედაშვილს. დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელსაც წითელ სავარძელში მწვრთნელობა ქვია. დიდი მადლობა ჩემს პროფესიონალ კოლეგებს, ჩემს კონკურენტ მწვრთნელებს - დათო ფორჩხიძეს, ლელა წურწუმიას და სტეფანე მღებრიშვილს. ასეთ ღირსეულ კონკურენტებთან ძალიან აზარტული, საინტერესო და მოტივირებული იყო "შეჯიბრი".



დიდი მადლობა მუსიკოსებს - ზაზა ცერცვაძეს, ლაშა აბაშმაძეს, გია მაჭარაშვილს, დავით მასტერანოვს და პროექტის მუსიკალურ ხელმძღვანელს - დავით მაზანაშვილს. 



მინდა ძალიან ვრცელი მადლობის დაწერა, მაგრამ იმდენი ხალხია დაკავებული ამ პროექტში რომ შესაძლებელია ვინმე გამომრჩეს - ამიტომ დიდი მადლობა მთელი ვოისის შემადგენლობას.
და ბოლოს, გულით ვულოცავ გამარჯვებას დათო ფორჩხიძეს და მარიამ ჩაჩხიანს, და ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას და დიდ წარმატებებს.



აქვე გულახდილად გეტყვით: ჩემთვის მხოლოდ ამ შედეგით დაჯდა "ნიჩია" დარჩენილი სამი არაჩვეულებრივი კონკურსანტის შორის - ნიკა ლაზარიაშვილის, თამარ ჯგუშიას და ჩემი თიკო მოსემღვდლიშვილის შორის", -წერს მაია დარსმელიძე.


(მოამზადა სოფო როშნიაშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016