ყვითელი
ჯონი დეპმა დაქორწინება გადაწყვიტა
16 იანვარი, 2014. 15:24
50 წლის მსახიობი, ჯონი დეპი, რომელიც 2012 წლიდან 27 წლის მოდელს ემბერ ჰერდს ხვდება, დაქორწინებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ემბერდის ხელზე ბეჭედი შენიშნეს, რომელსაც გოგონა საგულდაგულოდ მალავდა.
მოდელმა და მსახიობმა ერთმანეთი „რომის დღიურების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყვილი უკვე დიდი ხანია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და სამომავლო გეგმებს სახავს. შესაძლოა მათი ქორწილი უახლოეს მომავალში გაიმართოს. ემბერი ცოლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ჯონი დადინჯდება და ღამის კლუბებში გვიანობამდე ყოფნას თავს დაანებებს.
ჯონი დეპი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ არ ყოფილა. თუმცა მსახიობს ფრანგ მომღერალ ვანესა პარადისთან 14 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, რომელიც 2012 წელს ემბერდის გამო დასრულდა.
(მოამზადა ანა შანიძემ)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53