reportiori.ge - იაპონელი ექიმის აღმოჩენა - როგორ მოვიშოროთ მუცელი და მოვიმატოთ სიმაღლეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:28
ყვითელი
იაპონელი ექიმის აღმოჩენა - როგორ მოვიშოროთ მუცელი და მოვიმატოთ სიმაღლეში
ავტორი:
16 იანვარი, 2014. 16:08

სწრაფი და ეფექტური გახდომა ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.



მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში ექვსმილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.



მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ.



მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად.


 

თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი, ან მსხვილი ძაფი (გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ. ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ.

 

 

ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს. მოდუნდით. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს.

 

 

ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი - შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთს ეხებოდეს. სულ ეს არის! ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი.უმცა ერთი სირთულე მაინც არსებობს. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. და ეს პროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ თქვენ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერ ორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ ამ პოზაში. და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე, თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ. თუ პირსახოცის რულონს მკერდის გასწვრივ, ბეჭებქვეშ ამოიდებთ, მკერდი ნელ-ნელა წინ წამოიწევს და ლამაზ ფორმას მიიღებს. თუ პირსახოცს თეძოების ქვეშ ამოიდებთ, წელის ხაზი უფრო გამოიკვეთება და მოხდენილი გახდება.

 


ეს მეთოდი ერთ კვირაში იძლევა შედეგს, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან ჩანს, გოგონებმა პირველივე მეთოდზე მოიკლეს წელზე 4 სანტიმეტრამდე და მოიმატეს სიმაღლეში 1 სანტიმეტრი. თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და რა სისწრაფით მიიღებთ თქვენ შედეგს, ამას თავად ნახავთ. მაგრამ ერთს კი ირწმუნება ვარჯიშის შემქმნელი: მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაშინ რატომ არ უნდა ვცადოთ? 


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016