reportiori.ge - უცნაური კითხვები, რომელთა პასუხები სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:17
ყვითელი
უცნაური კითხვები, რომელთა პასუხები სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ
ავტორი:
16 იანვარი, 2014. 17:38

სამსახურის ძებნის დროს მთავარია სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს. ამისათვის საჭიროა: 1. ზუსტად იცოდე როგორი სამსახური გინდა; 2. რწმენა იმისა, რომ აუცილებლად დასაქმედები; 3. კვალიფიკაციები; 4. შეგიძლიათ თუ არა ეფექტური თვითპრეზენტაცია? ანუ წარმოუდგენთ თუ არა მომხიბლავად საკუთარ კანდიდატურას დამსაქმებლებს? 5. ბაზრის კვლევა – ვინ არიან დამსაქმებლები, რა მოთხოვნები აქვთ, რა გეოგრაფიულ არეალში და ა.შ. 6. მოქმედებაზე გადასვლა, სხვადასხვა მეთოდებით დაკონტაქტება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაკანსია გამოცხადებული არ არის.

 

 

დააღწეთ თავი კლიშეებს. იყავით პროაქტიული და ოცნების სამუშაოც თქვენია.

მონდომება + ცოტაოდები დროის დახარჯვა = გარანტირებული სამუშაო.

 

 

თუ არსებული შემოთავაზებები არ გაკმაყოფილებთ, შეიძლება თავად შექმნათ სამუშაო ადგილი. საკუთარი თავისთვის მუშაობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვისთვის.

 

 

სანამ სასურველ სამსახურს იპოვით, გთავაზობთ 4 კითხვას, რომლებსაც მსოფლიო დონის საკადრო სააგენტოები იყენებენ კანდიდატების გონებრივი შესაძლებლობების შესამოწმებლად მათი სამუშაოზე აყვანის მიზნით. გამოსცადეთ თავი და ნახეთ, რა შანსები გაქვთ.

 

შეკითხვა 1: როგორ შევსვათ ჟირაფი მაცივარში?

 

სწორი პასუხი: გააღოთ მაცივარი, შესვათ ჟირაფი შიგნით და დახუროთ კარი.

ეს შეკითხვა საშუალებას იძლევა გამოავლინოს, ხომ არ გაქვთ მარტივი ამოცანების ზედმეტად რთული ამოხსნისკენ მიდრეკილება.

 

შეკითხვა 2: როგორ შევსვათ სპილო მაცივარში?

 

არასწორი პასუხი: გააღოთ მაცივარი, შესვათ შიგნით სპილო, დახუროთ კარი.

 

სწორი პასუხი: გააღოთ მაცივარი, გამოსვათ ჟირაფი, შესვათ სპილო, დახუროთ კარი.

ეს შეკითხვა ავლენს, შეგიძლიათ თუ არა, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოთ წინა ქმედებების შედეგებით.

 

შეკითხვა 3: ლომმა შეკრიბა მთელი ცხოველთა სამყარო. შეკრებაზე ყველა გამოცხადდა, გარდა ერთისა. რომელი ცხოველი არ მივიდა შეკრებაზე?

 

სწორი პასუხი: სპილო. ის ხომ მაცივარშია, გახსოვთ?

ეს შეკითხვა თქვენს მეხსიერებას ამოწმებს.

 

არა უშავს, თუ ვერ უპასუხეთ წინა 3 შეკითხვას, თქვენ დაგრჩათ შანსი, გამოავლინოთ, რა შეგიძლიათ.

 

შეკითხვა 4: თქვენ უნდა გადალახოთ დიდი მდინარე, რომელიც ნიანგებით არის სავსე. როგორ მოახერხებთ ამას?

 

სწორი პასუხი: გადაცურვით. ყველა ნიანგი ხომ ლომის შეკრებაზეა წასული?

ეს შეკითხვა ავლენს, შეგიძლიათ თუ არა საკუთარ შეცდომებზე სწავლა.

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016