reportiori.ge - ჟანა ფრისკე კიბოთია დაავადებული?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
ყვითელი
ჟანა ფრისკე კიბოთია დაავადებული?
ავტორი:
16 იანვარი, 2014. 17:59

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცნობილი რუსი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჟანა ფრისკე უმძიმეს მდგომარეობაშია. ცნობილი გახდა, რომ მას სიმსივნე აქვს და სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს.

 

ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როცა მომღერალი შერემეტიევოს აეროპორტის სამედიცინო პუნქტში შენიშნეს. ერთ-ერთ რუსულ პორტალს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საკუთარ თავს არ ჰგავს. ფრისკეს თან ახლდა მისი მეუღლე, დიმიტრი შეპელოვი. მომღერლის გარემოცვის ინფორმაციით, ჟანა ფრისკე გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. აქ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.

 

გასული წლის აპრილში რუსული შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლომ მაიამიში იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც ჟანა საზოგადოების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ზაფხულში ვარსკვლავის სცენაზე დაბრუნება იურმალას კონკურსის, ახალი ტალღის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო.

http://www.youtube.com/watch?v=oTOwPSn0UQY

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016