reportiori.ge - გურამ საღარაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:59
საზოგადოება
გურამ საღარაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
17 იანვარი, 2014. 11:48

სახალხო არტისტის  გურამ საღარაძის  გარდაცვალებიდან დღეს, ერთი წელი გავიდა. გურამ საღარაძე დაიბადა 1929 წლის 12 იანვარს თბილისში, მსახიობ გიორგი საღარაძის ოჯახში. 


1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.

გურამ საღარაძე სახალხო არტისტი გახლდათ და რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. მას არაერთ სპეკტაკლში აქვს ნათამაშები. მათ შორის: მეფე ლირი", კავკასიური ცარცის წრე", მზიანი ღამე", ადამიანი იბადება ერთხელ" და სხვა. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ბაში-აჩუკი", „მამლუქი", „მიდიოდა მატარებელი", „პალიასტომის ტბა", „ნუცა", „დიმიტრი II", „დათა თუთაშხია".  გურამ საღარაძემ  ხალხს თავი დაამახსოვრა მის მიერ წაკითხული ლექსებითაც. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1976 წელს - რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოქროს ნიღაბი",  გრან-პრი კუდიანის როლის შესრულებისათვის.

1998 წელს - ლვოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოქროს ლომი", პრიზი კლავდიუსის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 2001 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. საღარაძე დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შემდეგ კი პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ იავნანას" თაოსნობით თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2013 წლის 17 იანვარს 84 წლის ასაკში მსახიობი გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის  მწერალთა  და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016