ამერიკის კინოაკადემიის ოფიციალურ საიტზე „ოსკარის" ნომინანტთა სია გამოქვეყნდა.
წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი ფილმები იბრძოლებენ:
„American Hustle", „Nebraska", „Captain Phillips", „Philomena", „Dallas Buyers Club", „12 Years a Slave", „Gravity", „Her" და „The Wolf of Wall Street".
რაც შეეხება საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციას, წარდგენილნი არიან:
ლეონარდო დიკაპრიო „The Wolf of Wall Street"-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, კრისტიან ბეილი - „American Hustle", ბრიუს დერნი - „Nebraska", მეთიუ მაკკონაჰი - „Dallas Buyers Club" და ჩივეტელ ეჯიოფორი ფილმისთვის „12 Years a Slave".
ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:
ემი ადამსი ფილმში „American Hustle" შესრულებული როლისთვის, ჯუდი დენჩი - „Philomena", მერილ სტრიპი - „August: Osage County" , ქეით ბლანშეტი - „Blue Jasmine" და სანდრა ბულოკი მთავარი როლისთვის ფილმში - „Gravity".
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის წარდგენილნი არიან:
ბაქჰარდ არდი - „Captain Phillips", ჯოან ჰილი - „The Wolf of Wall Street", ბრედლი კუპერი - „American Hustle", მაიკლ ფასბენდერი - „12 Years a Slave", ჯარედ ლეტო - „Dallas Buyers Club"
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ნომინანტები არიან:
სალი ჰოუკინსი - „Blue Jasmine", ჯულია რობერტსი - „August: Osage County", ჯენიფერ ლოურენსი - „American Hustle", ჯუნ სქვიბი - „Nebraska" და ლუპიტა ნიონგო - „12 Years a Slave".