reportiori.ge - ბანანის ეფექტური დიეტა, რომლის მეშვეობითაც სამ დღეში სამ კილოს დაიკლებთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
ყვითელი
ბანანის ეფექტური დიეტა, რომლის მეშვეობითაც სამ დღეში სამ კილოს დაიკლებთ!
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 12:31

გთავაზობთ ბანანის დიეტას, რომლის მეშვეობით, სამ დღეში სამი კილოგრამის დაკლებას შეძლებთ. თუმცა, სანამ ბანანის დიეტას შეუდგებით, გულმოდგინედ უნდა მოემზადოთ. მოსამზადებლ დღეს აკრძალულია საკვებში ნებისმიერი მარილიანი კერძის მიღება, ასევე შემწვარის ან ცხიმიანის, ასევე არ არის რეკომენდებული შებოლილი და ტკბილეული.


იმისათვის, რომ ბანანის დიეტა შედეგიანი იყოს, გულმოდგინედ აირჩიეთ ბაზარში ხილი. კატეგორიულად აკრძალულია არამწიფე ბანანის მირთმევა - მათში სხვადასხვა, ორგანიზმის მიერ ცუდად ათვისებადი ნივთიერებაა.


ბანანის დიეტის ორი სახესხვაობა არსებობს. მკაცრი ბანანის დიეტის ხანგრძლივობა 3 დღეა, მეორე, ნაკლებ მკაცრი ბანანის დიეტა კი 7 დღე გრძელდება.


ბანანის სამდღიანი დიეტა :ბანანის დიეტის ერთი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო რძე. დაშვებულია კვების მიღების დაყოფა რამდენიმე ჯერზე, როგორც მოსახერხებელი ნება. შეგიძლიათ მისი კეფირით შეცვლაც (1%-ით). ერთი ბანანი დაჭყლიტეთ და კეფირს აურიეთ - ერთი კვება შეიძლება ასეთიც იყოს.


შვიდდღიანი ბანანის დიეტა: ეს ვარიანტი მეტად მარტივია, მაგრამ ნაკლებ პროდუქტიული. დღე-ღამეში შეგიძლიათ მიირთვათ დაახლოებით კილო-ნახევარი გასუფთავებული ბანანი. მათი მიღება შეგიძლიათ მაშინ, როცა მოგესურვებათ. წყურვილის მოკვლა შეიძლება მწვანე ჩაით, ან შემთბარი ანადუღარი წყლით - მათი რაოდენობა შეუზღუდავია. ამ საშუალებით დღე-ღამეში ერთ ზედმეტ კილოგრამსაც დაიკლებთ. თუ ძნელია თავშეკავება, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ნებისმიერი უცხიმო ფაფა მიირთვათ და ერთი თხელი ნაჭერი მოხარშული ხორცი, ასევე ცოტაოდენი ყავა. მაგრამ სასურველია მაინც ასე არ მოიქცეთ - გახსოვდეთ, თქვენ დიეტაზე ხართ. თუ მკვეთრად გრძნობთ შიმშილს და კუჭი ცარიელი გაქვთ - მეტი ბანანი მიირთვით.


დიეტის ღირსებები: ბანანების შემადგენლობაში ვიტამინების ბალანსირებული კომპლექსია. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს - E და С, ხოლო ვიტამინ В6-ის წილი ყოველდღიური ნორმის მინიმუმ ნახევარს შეადგენს. ბანანი მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ. ამ დიეტის დროს არ არის გართულებები სწორი ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან პირველ რიგში ნაწლავები სუფთავდება. არის კიდევ სხვა პლუსები: ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება; თუ დიეტის დაცვის შემდეგ მაშინვე არ გადახვალთ მძიმე და მავნე საკვებზე, დიეტის შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ.


ასევე აუმჯობესებს ბანანი კანის მდგომარეობას. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს.


დიეტის ნაკლოვანებები: ეს დიეტა უკუჩვენებას იწვევს ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე თვით პროდუქტის - ბანანის აუტანლობისას. თუ დიდად არ გიყვართ ბანანი, დიეტის მერე საერთოდ შეგძულდებათ. ხოლო თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ნაღველისა და თირკმლების დაავადება, კუჭის წყლული ან ძლიერი გაცხიმოვნება, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ეს დიეტა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016