reportiori.ge - ლიტერატურულ კონკურს „საბა“-2014-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:59
კულტურა
ლიტერატურულ კონკურს „საბა“-2014-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
17 იანვარი, 2014. 12:32

ლიტერატურულ კონკურსსაბა"-2014-ზე თიბისი ბანკმა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსზე წიგნების წარდგენა შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს.


კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.


განაცხადების მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაცსაბას" ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.


წელს პრემიასაბას" დაჯილდოება მეთორმეტედ გაიმართება და მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით: 1. საუკეთესო რომანი 2. საუკეთესო პოეტური კრებული 3. საუკეთესო პროზაული კრებული 4. საუკეთესო პიესა 5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა 7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი 9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი 10. პრემიასაბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდებასაბას" ელექტრონული წიგნების სახლში www.saba.com.ge, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.


ჟიური მუშაობას 10 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური დარჩება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.


საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016