reportiori.ge - რომის პაპმა ოთხი კარდინალი მომხვეჭელობის გამო დაითხოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:12
მსოფლიო
რომის პაპმა ოთხი კარდინალი მომხვეჭელობის გამო დაითხოვა
17 იანვარი, 2014. 12:43

რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა ვატიკანის ბანკის გამგე საბჭოს წევრი ხუთი კარდინალიდან ოთხი დაითხოვა. თანამდებობის დატოვება მოუწიათ კარდინალ ოდილიო შერერს ბრაზილიიდან, ტელესპორე ტოპოს ინდოეთიდან და  ტარციზიო ჩერდონესა და დომინიკო კალჩანიოს ვატიკანიდან. საკუთარი პოსტი მხოლოდ რელიგიათშორისი დიალოგების საბჭოს თავმჯდომარემ, კარდინალმა ჟან-ლუი ტორანმა შეინარჩუნა.


ვატიკანის ბანკი გახმაურებულ კორუფციულ სკანდალშია გახვეული. იტალიის პროკურატურა ბანკსა და მის საბჭოს ფულის გათეთრების მასშტაბურ მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ვატიკანი ამ ბრალდებებს უარყოფს.


პაპი ფრანცისი, რომელიც საკუთარი ბანკირი კარდინალების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ იჩენს, ამ სიყვარულით სხვა დამიანებს უხვად ასაჩუქრებს. ახლახან მან ახლადშეუღლებული ჰეტეროსექსუალი წყვილები ვატიკანში მიიწვია მასთან ერთად ვალენტინობის დღის გასატარებლად. პაპის ამ ინიციატივას "დიახ სამუდამოდ" დაერქვა, სიტყვები, რომელსაც ტრადიციულად პატარძალი საკურთხევლის წინაშე წარმოთქვამს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016