საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2 022 817 ლარი დაიხარჯება.
ქალაქ სამტრედიაში ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება წერეთლის (გაგრძელება), გამსახურდიას (გაგრძელება), ეგრისის (გადაგება), ჭანტურიას და ნიკოლაძის ქუჩები; ასევე, ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქალაქ სამტრედიაში კოსტავას (გაფართოება, გადაგება), ფარნავაზის (გაგრძელება), კაკაბაძის, მშვიდობის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებისა და კონსტიტუციისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები; გალაკტიონის ქუჩაზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი; ღანირის თემში სოფ. ღანირში ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისაკენ მიმავალ გზაზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი; სოფ. ჭაგანში ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან სოფ.ჭაგანის საჯარო სკოლამდე მისასვლელ გზაზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი; ნაბაკევის თემში, სოფ. ნინუაკუთხის გზაზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი; სოფლებში მოასფალტდება აღნიშნული გზები: მელაურში მელაური-მიწაბოგირის მიმართულების გზა, სოფ. ეწერში მელაური-ეწერის მიმართულების გზა, სოფ. დიდ ჯიხაიშში (ე.წ.ყაზბეგის უბანში გზის გაგრძელება); საჯავახოს თემში, სოფ.საჯავახოში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი;
მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით წელს მუნიციპალიტეტში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.