ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის რჩეული ფილმი ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაქუინის ფილმი „მონობის 12 წელი გახდა". ფილმმა „ოქროს გლობუსიც" მიიღო და საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს.
ყველაზე მეტი, შვიდი ჯილდო კი ალფონსო კუარონის ნამუშევარმა „გრავიტაცია" მოიპოვა.
2013 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდო მეთიუ მაკონაჰიმ მოიპოვა „დალასის მყიდველთა კლუბის" ფილმში შესრულებული როლისთვის. მაკონაჰიმ ამ როლისთვის ოქროს გლობუსიც მოიპოვა და ოსკარების მთავარი ფავორიტია. კინოკრიტიკოსთა რჩეული მსახიობი ქალი ქეით ბლანშეტი „ლურჯი ჟასმინი" გახდა, რომელმაც ვუდი ალენის ფილმში განსახიერებული როლით თითქმის ყველა შესაძლო ამერიკული ჯილდო მოიგო.
„დალასის მყიდველთა კლუბის" კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯარედ ლეტო, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოეს. ლუპიტა ნიონგო კი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გამოარჩიეს.
წლის საუკეთესო რეჟისორი ოქროს გლობუსის მფლობელი ალფონსო კუარონი „გრავიტაცია" გახდა. კრიტიკოსების ფავორიტი ორიგინალური სცენარი კი სპაიკ ჯონზის ნამუშევარი, „ის" გახდა.
ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის გამარჯვებულები ძალიან ხშირად ოსკარის ქანდაკების მფლობელებიც ხდებიან.