„მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2 109 544 ლარი დაიხარჯება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მუნიციპალური მნიშვნელობის შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია. იგეგმება კიცხი-ხიდარის, ვარძია-წყალაფორეთის, ხარაგაული-ფარცხნალის (2,1 კმ) გზების მოასფალტება.
საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სამ სოფელში - ხიდარი, წყალაფორეთი, ბორითი - საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
ასევე დამონტაჟდება გარე განათება ხარაგაული-საქარიქედის (4 კმ,) ისლარი-ფარცხნალისა და (1 კმ), ბორითი-მაქათუბანის გზის მონაკვეთებზე.
მთავრობამ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი 7 პროექტი უკვე დაამტკიცა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.