reportiori.ge - ვალენტინა ტერეშკოვა მზად არის მარსზე სამუდამოდ გაემგზავროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 01:06
მსოფლიო
ვალენტინა ტერეშკოვა მზად არის მარსზე სამუდამოდ გაემგზავროს
17 იანვარი, 2014. 14:22

მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი, საჰაერო ძალების მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და პროფესორი ვალენტინა ტერეშკოვა სურვილს გამოთქვამს, მარსზე მოხალისეებთან ერთად გაემგზავროს.


როგორც ვეტერანი კოსმონავტი აცხადებს, მისი დიდი ხნის ოცნებაა წითელი პლანეტის ნახვა და თანახმაა, იქ  გაემგზავროს და თუნდაც სამუდამოდ დარჩეს. 7 ათეულ წელს გადაცილებული ტერეშკოვა ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც კოსმოსში მარტო გაფრინდა. ისტორიული ფრენა 1963 წლის ზაფხულში შედგა.


კომპანია Mars One-მა კანდიდატების შერჩევა, ვისაც სურვილი აქვს, გაფრინდეს და დასახლდეს წითელ პლანეტაზე, უკვე დაიწყო. კომპანიამ მანამდე გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ დედამიწიდან წასული მომავალი მარსელები: ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა; ასაკი - 18 წელზე მეტი; თვისებები: ამტანობა, ახალ სიტუაციასთან ადვილად შეგუების უნარი, ინტერესიანობა, შემოქმედი და გამჭრიახი აზროვნება. მისიის არსის წვდომის უნარი; ჯანმრთელი ურთიერთობის აწყობისა და შენარჩუნების უნარი; თვითანალიზის ქონა;  ბუნების მიმნდობი.


გაფრენის მსურველთა შერჩევა 2013 წლის პირველივე დეკადაში დაიწყო. შერჩევის პროცესს რეალითი-შოუს სახე აქვს. ექსპერტები და მაყურებლები 4 კაცისგან შემდგარ 6 ჯგუფს შეარჩევენ. ერთ-ერთი ჯგუფი 2022 წლის სექსტემბერში მარსზე გაფრინდება, დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016