18-19 იანვარს მთელ მსოფლიოში „თოვლის მსოფლიო დღე" მესამედ ჩატარდება. თოვლის დღე საქართველოშიც აღინიშნება. 18 იანვარს, შაბათს 11:00 საათზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია, გუდაურის განვითარების სააგენტოსთან ერთად გეპატიჟებათ გუდაურში, ერთად აღვნიშნოთ თოვლის საერთაშორისო დღე „World Snow Day 2014". გუდაური ყინულის ქანდაკებების ფესტივალსაც უმასპინძლებს.
ყინულის ქანდაკებების საერთაშორისო ფესტივალი კავშირი „მონუმენტისა" და გუდაურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებულია. საბაგირო „გონდოლასთან" გუდაურის დამსვენებელს დაუვიწყარი სანახაობა ელით. ქართველი და უცხოელი ხელოვანები ვირტუოზულად შესრულებულ მონუმენტების გამოფენას სთავაზობენ მნახველს. დასკვნით საღამოს მუსიკალურად ჯგუფი „სვანსიხი" და მოწვეული დიჯეები DJ Bacho და DJ Cobert გააფორმებენ.