სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა არჩილ ნაპირელმა რუსეთის სახელმწიფო დროშა საკუთარი სახლის სახურავზე აღმართა. ნაპირელის ქმედებას სოფლისა და უბნის მოსახლეობა უაყოფითად აფასებს.
„ამ ქევყანამ ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა და მისი დროშა ჩვენს სოფელში ფრიალებდეს, შეურაცხმყოფელია", - განუცხადა გაზეთ „კახეთის ხმას" ვაჩნაძიანის მკვიდრმა, რომელმაც თანასოფლელთან შესაძლო კონფლიქტის გამო, საკუთარი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.
„როგორც ვიცი, ნაპირელების ოჯახის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. ისინი იქ მუშაობენ. გუშინ იქეიფეს და ოჯახის უფროსმა რუსეთის პატივისცემის ნიშნად დროშა გამოკიდა. შესაძლოა, თვითონ დასაქმებულები არიან და თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ამით ისინი ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას შეურაცხყოფენ", - აცხადებს ვაჩნაძიანის მცხოვრები.
თავად რუსეთის დროშის აღმართვის ინიციატორი კომენტარს არ აკეთებს.
(მოამზადა ლილუ მოროტაძემ)