1947 წლის 16 იანვარს ჰიტლერთან თანამშრომლობისთვის კაზაკთა ატამანები გაასამართლეს. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ განაჩენის გამოტანიდან მეორე დღესვე, საბჭოთა ხელისუფლების წინაშე დანაშაულისა და ჰიტლერთან თანამშრომლობისთვის თეთრი არმიის ყოფილი ოთხი გენერალი და ერთი არისტოკრატი ჩამოახრჩეს:
1. გენერალ-ლეიტენანტი პიოტრ ნიკოლაევიჩ კრასნოვი - კაზაკთა არმიის მთავარი სამმართველოს უფროსი. СС-ის კავალერისტთა მეთხუთმეტე კორპუსის შემქმნელი.
2. გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი შკურო - СС-ის გრუპენფიურერი, კაზაკთა სარეზერვო არმიის უფროსი.
3. ვერმახტის გენერალ-მაიორი ტიმოფეი დომანოვი - აღმოსავლეთ ოკუპირებული ტერიტორიების კაზაკთა არმიის საველე ატამანი.
4. ატამანი კლიჩ სულთან-გირეი - კავკასიის კაზაკთა დივიზიის მეთაური.
5. СС-ის გრუპენფიურერი ჰელმუტ ფონ პანვიცი - პანვიცის კავალერისტთა ჯგუფის მეთაური.
1996 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა მთავარ სამხედრო პროკურატურას კაზაკთა ატამანების რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამ ხუთეულიდან მხოლოდ გერმანელ არისტოკრატს ჰელმუტ ფონ პანვიცს მოუხსნეს ყველა ბრალდება.
ალბათ, პირველად მაშინ ჩაფიქრდნენ, რომ სტალინის რეჟიმის მიერ გასამართლებული ყველა ადამიანის „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად" მონათვლა არასწორი იყო, რადგან ასე ჰიმლერისა და კალტენბრუნერის გამართლებაც შეიძლება, რადგან ისინიც ბოლშევიკების პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.