სამართალი
სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს
31 ივლისი, 2013. 11:33
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1988 25 წელს დაბადებული სულიკო ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ ფრიდონ ვაშაყმაძეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სულიკო ლ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55