reportiori.ge - ჟანა კალატოზიანი: მენატურედ 30 წელი ვიმუშავე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:02
ყვითელი
ჟანა კალატოზიანი: მენატურედ 30 წელი ვიმუშავე
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 16:48

მენატურე ჟანა კალატოზიანის შესახებ ჟურნალი „რეიტინგი" ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ქალბატონი მენატურის რთულ სამუშაოზე ყვება და განვლილ წლებს იხსენებს.


ჟანა კალატოზიანი 28 წლის გახლდათ, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მენატურედ დაიწყო მუშაობა. ვინ იცის, რამდენ შემდგარ და შეუმდგარ მხატვარს უხატია მისი სხეული... ის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული. ბოლოს ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის მხატვრულ ფილმში ''ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ'', რომლის პრემიერა კინოთეატრ ''რუსთაველში'' მცირე ხნის წინ შედგა. მანამდე ის მოხვდა მიხეილ ბასინოვის ფილმში ''ნატურა'', შემდეგ მისით გერმანელი რეჟისორი შტეფან შტოლციც დაინტერესდა. ''შტეფან შტოლცმაც გადამიღო თავის ფილმში. იმ დროს ეთერ ჭკადუა ამერიკიდან იყო ჩამოსული. აქ, თავის სახლში მხატავდა. მაშინ შტოლცი თბილისში ეთერთან მოვიდა. ოთახში რომ დამინახა, მაშინვე თქვა, რომ ჩემი ფილმში გადაღება სურდა და ასეც მოიქცა''.


"11 წლამდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე სოლოლაკში გადავედი და ბოლოს მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის ბაღთან დავსახლდი. დედისერთა ვარ. მხოლოდ დედა მყავდა, რომელმაც წვალებით გამომზარდა. ერთხელ მოქანდაკე რუბენ ამიროვმა ქუჩაში დამინახა და აკადემიაში წამიყვანა. პირდაპირ უჩა ჯაფარიძესთან დამაყენა. წარმოიდგინეთ, 6 საათი ფეხზე უნდა იდგე, ხანაც გაუნძრევლად წევხარ. მთელი სხეული მტკიოდა. საერთოდ, ძალიან რთული სამუშაოა. არადა, რა მექნა, თუ ფული გინდა, უნდა იმუშაო. ზაფხულში ვისვენებდი, მაგრამ როცა სტუდენტებს შემოდგომაზე ლექციები ეწყებოდათ, ჩემი სამუშაოც იწყებოდა. ზამთარში ოთახები თბებოდა. თან რეფლექტორები იდგა. ახლაც თბება, მაგრამ ახლა იქ აღარ ვმუშაობ. 6 წელია, მუშაობას თავი დავანებე. 64-ის წლის ვარ. 30 წელი ვიმუშავე მენატურედ", - იხსენებს ჟანა კალატოზიანი


მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო მობეზრდა, მაინც ენატრება. „კი, როგორ არ მენატრება. თან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ღონეც მქონდა, ახლა პენსიაზე ვარ. მენატრება, მენატრება და თან მომბეზრდა კიდეც".





(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016