reportiori.ge - გორელი მოვაჭრეები აქციას აგრძელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:14
რეგიონები
გორელი მოვაჭრეები აქციას აგრძელებენ
17 იანვარი, 2014. 17:19

გორში აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს დილიდან ქალაქის ცენტრში არსებული ბაზრის გარეუბანში გადატანას აპროტესტებენ. საპროტესტო გამოსვლები მესამე დღეა მიმდინარეობს. მოვაჭრეებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა „ლეიბორისტული პატრიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მიიღო.


გორის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრიდან მივიდნენ. ნათელაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა.

 

„შევხვდით ქალაქის და რაიონის ხელმძღვანელობას. ისინი აცხადებენ, რომ ინვესტორთან, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხალხი დარჩეს იმ ადგილას, სადაც მუშაობს. გორის ცენტრში, ტრადიციულ ბაზარში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა.


გორის საკრებულოს წევრის დავით რაზმაძის განცხადებით, ინვესტორთან  მოლაპარაკებები გაგრძელდება.

 

„პირველ რიგში დგას ხალხის ინტერესი. 2000 კაცის უკან  კიდევ ბევრი ადამიანი არის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათი ინტერესები იქნება დაცული, ალბათ ინვესტორიც ყველაფერს გაითვალისწინებს და ამის მიხედვით დადგება საბოლოო შედეგი", - აღნიშნავს გორის საკრებულოს წევრი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016