reportiori.ge - ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინთან ტრადიციულ სადილზე უარი თქვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:58
მსოფლიო
ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინთან ტრადიციულ სადილზე უარი თქვა
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 17:52

რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტრადიციულ სადილზე უარი თქვა", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს. მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები სახელდება.


ამასთან, რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება წელს, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, მაინც გაიმართება, თუმცა ტრადიციული ორი დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. 

 

დაძაბულობამ, გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ იჩინა თავი, რაც ევროკავშირმა რუსეთი უკრაინის ზეწოლაში დაადანაშაულა, რათა უკრაინას უარი ეთქვა ბრიუსელთან დაახლოებაზე და ამის ნაცვლად ურთიერთობები გაემყარებინა მოსკოვთან", - აღნიშნავს "როიტერი".

 
სააგენტოს ინფორმაციით, სამიტი ვლადიმერ პუტინსა და ევროკაშირის ლიდერებს შორის მხოლოდ რამდენიმესაათიანი საუბრით შემოიფარგლება. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით კი, სამიტის ფორმატის შეცვლის ინიციატივით ევროკავშირი გამოვიდა, რათა მხარეებს შორის უფრო გულახდილი საუბარი შემდგარიყო და უფრო მეტად სტრატეგიული დისკუსია გაემართათ, ნაცვლად ჩვეულებრივი თეატრალიზებული სამიტისა. 


რუსეთის პირველი პირი ბრიუსელს ამ მიზნით 28 იანვარს ეწვევა. პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეისა და მათ მრჩევლებს შეხვდება. 




(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016