reportiori.ge - სერგო რატიანი: 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:55
საზოგადოება
სერგო რატიანი: 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 11:53

"ნაციონალური მოძრაობა" პედაგოგთა უმრავლესობის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდებში მიღებულ არასახარბიელო შედეგს სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისადმი გამოჩენილ უყურადღებობას უკავშირებს. პარტიის წარმომადგენელის სერგო რატიანის განცხადებით, წელს მასწავლებლებს გამოცდებისთვის მომზადების მოტივაცია გაუქრათ.

წელს პედაგოდგთა უმრავლესობამ სასერტიფიკატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა. ფიზიკაში ზღვარი მასწავლებელთა 96%-მა, ქიმიაში 82%-მა, მათემატიკაში - 85%-მა, ისტორიაში 57 %-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა ვერ გადალახა. პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების არასახარბიელო შედეგებს რამდენიმე მიზეზი აქვს:

წლევანდელ წელს სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა: 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი. ტრეინინგები იყო უფასო და ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. "ქართული ოცნების" მიერ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების დისკრედიტაცია. მასწავლებლებს გაუქრათ მოტივაცია მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის. მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოცდები მკაცრი არ იქნებოდა", - განაცხადა რატიანმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016