reportiori.ge - მუამარ კადაფი – მუდმივი პოლკოვნიკი (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მუამარ კადაფი – მუდმივი პოლკოვნიკი (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 18:48

მისი კარიერის პიკი დადა 44 წლის წინ, როდესაც მუამარ კადაფიმ ლიბიის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრების პოსტი დაიკავა. მოგვიანებით რევოლუციის ხელმძღვანელისა და ბელადის თიკუნებიც მოირგო ქვეყანაში, სადაც ბევრი ნავთობია და ყველაფერი შეიძლება: მაგალითად მუდმივ პოლკოვნიკს შეეძლო დაენიშნა და დაესაჯა გენერლები.


2011 წელს ვინც თვალყურს ადევნებდა ინფორმაციებს, შეამჩნევდა როგორ დაიწყო ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ისთვის მიუღებელი პოლიტიკური რეჟიმების დესტაბილიზაციის ეპოპეა, რომელსაც მოგვიანებით არაბული გაზაფხული შეარქვეს.


არასასურველი ლიდერების დამხობა შტატების პრაქტიკაში ადრეც გვხვდებოდა, ამას რუსეთიც აკეთებდა (ავღანეთი) და საფრანგეთიც (აფრიკისა და ინდოჩინეთის ქვეყნები), თუმცა არა ასეთი მასშტაბებით. არაბული ციკლი დაიწყო ლიბიით, რომლის ლიდერიც მუამარ კადაფი 2011 წლის შემოდგომაზე მოკლეს.


კადაფი უბრალოდ ბევრი ნავთობითა და აბსოლუტური ძალაუფლებით შეშლილი რეგიონული მეფუკა არ იყო. ის არ ჰგავდა ცენტრალური აფრიკის კაციჭამია იმპერატორებს, რომელთა არსებობა საერთაშორისო საზოგადოებას რატომღაც სულ არ აღელვებდა.


კადაფიმ დაამხო მონარქია და აჩუქა ლიბიელებს სამტომიანი მწვანე წიგნი - ჯუმჰურიის (სახალხო მმართველობა) მართვის ახალი ფორმა, მუჰამედის გარდაცვალებიდან კალენდრის ათვლა და შარიათი. თუმცა მთავარი რაც მან გააკეთა იყო ბანკებისა და ნავთობის კომპანიების ნაციონალიზაცია; აკრძალა ალკოჰოლი, მოსპო ბიუროკრატია და არ შეუშინდა ხალხის შეიარაღებას. მოკლედ გააკეთა ის, რაც რუსეთის მოქალაქეებს აღტაცებაში მოიყვანდა.


კადაფიმ მონიშნა ერის მტრები (საოცარია, მაგრამ რუსეთისთვის ესეც მისაღები იქნებოდა): კომუნისტები და ათეისტები, მუსლიმი ძმები და კაპიტალიზმის დამცველები, და რაც მთავარია დასავლური პროპაგანდის აგენტები.


ფაქტია, რომ ეს ნაბიჯები პოპულისტური იყო, თუმცა ამავდროულად პოპულარულიც.


რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ ლიბიაში წერა-კითხვა იცოდა მოსახლეობის 51 %-მა (1968 წელს ეს ციფრი 27 %-ს არ აღემატებოდა), 1970-80 წლებში აშენდა საცხოვრებელი სახლები და მსურველთა 80 % დააკმაყოფილეს, უდაბნო ქვეყანაში შეიქმნა ურთულესი საირიგაციო სისტემა მილებითა და აკვედუკებით, გაითხარა 1300-მდე 500 მეტრის სიღრმის ჭა, საიდანაც ლიბიის ქალაქები უწყვეტად მარაგდებოდა წყლით.


აშენდა ახალი ქარხნები და შეიქმნა ახალი არმია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ლიბიაში ინფლაცია შეადგენდა 3,1 %-ს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტი 14,4 ათას დოლარს უტოლდებოდა (ეს დაახლოებით უთანაბრდება რუსეთის დონეს და ორჯერ აღემატება უკრაინისას).


როგორც ყველა დიქტატორს, კადაფის სინდისზეც ბევრი სისხლი იყო და მისთვის დამატებით დანაშაულების მიწერასაც აზრი არ აქვს, რადგან ისედაც მოიძებნებიან ადამიანები ვინც კადაფის საშინელ ადამიანად მოიხსენიებენ.


P. S. ისრაელში მუამარ კადაფი დაარქვეს 1975 წელს ჰამათ-ღადერის ფერმაში დაბადებულ ნიანგს.

 

                                                                                                                      (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ) 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016