reportiori.ge - ილია II : საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ხელოვნურადაა შექმნილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:00
საზოგადოება
ილია II : საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ხელოვნურადაა შექმნილი
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 12:16

ილია მეორე: ძმები ვიყავით და ძმებად დავრჩებით, - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Кавказская Политика ნადეჟდა კევორკოვას ინტერვიუს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქათან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვტილია, თუმცა საქართველოს პატრიარქი ხუთი წლის განმავლობაში რჩება საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთში ჩადის და არა მხოლოდ მოსკოვის პატრიარქ კირილს ხვდება, არამედ - ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გავლენა უპრეცედენტოა. ამერიკული გამოკვლევების თანახმად, მისი რეიტინგი 92%-ზე ქვევით არ ჩამოდის. ხუთი წლის წინ პატრიარქი პირადად ესაუბრა რუსეთის სამხედრო უწყებას და პირადად ჩავიდა საომარი ქმედებების ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების საქართველოში გადმოსასვენებლად", - წერს ნადეჟდა კევორკოვა.

მინდა ყველას მივმართო, ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა, ხელოვნურად შექმნილია. მიუხედავად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობებისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხმა კი თბილი ურთიერთობები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვხვდებით რუსულ მრევლს და ისინი ესწრებიან ჩვენს ღვთისმსახურებას, თავის მხრივ ქართველებიც ხშირად სტუმრობენ რუსულ წმინდა ადგილებს", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სრულიად

საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ აფხაზეთიცა და ცხინვალიც კვლავ იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში.

„ჩვენ შევინარჩუნეთ თბილი ურთიერთობები აფხაზებთანაც და ოსებთანაც. როგორც იცით, მე ვლადიკავკაზში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე და კარგად ვიცნობ ოსებს. ეს კეთილი, ნიჭიერი ხალხია. რაც შეეხება აფხაზეთს, 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენს შორის რაიმე დაძაბულობის ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც ჩიხი, არც - კედელი. როდესაც ჩვენ წინ აღმართულ კედელს ვაწყდებით, მას გვერდი უნდა ავუაროთ და ან კარი უნდა ვიპოვოთ, ან ფანჯარა, ან - გასასვლელი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016