reportiori.ge - ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველო მსოფლიოში 102, ევროპაში კი 43–ე ადგილზეა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:25
სპორტი
ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველო მსოფლიოში 102, ევროპაში კი 43–ე ადგილზეა...
16 იანვარი, 2014. 10:04

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ ახალი 2014 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის, საქართველო 102 ადგილზეა. საგულისხმოა ის, რომ ფიფას ყოველთვიურ, ამჟამინდელ რეიტინგში, გასული თვის, დეკემბრის რეიტინგთან შედარებით საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა...


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოლოს ჩატარებული 3 მატჩიდან 2 თამაში წააგო (ფინეთთან შინ 0:1 და ესპანეთთან სტუმრად 0:2) და ერთი კი ფრედ (საფრანგეთთან შინ 0:0) ითამაშა. გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს არც შესარჩევი და არც ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ, ფიფას რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოქვეთება სხვა ნაკრებების წინსვლითაა განპირობებული. კერძოდ კი ყატარის წინსვლით, რომელიც 2 ადგილით დაწინაურა და საქართველო ერთი საფეხურით დააქვეითა. ფიფას ახალ რეიტინგში ყატარის გარდა, ჩვენს ნაკრებზე წინ, ბენინი და კუბა, საქართველოს შემდეგ მომდევნო 3 საფეხურზე კი ასეთი განლაგებაა: ლიტვა, ნიგერი, ზიმბაბვე...


საგულისხმოა ის, რომ ფიფას იანვრის რეიტინგში მოწინავე 25 პოზიციაზე ცვლილება არაა... როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე ადგილზეა. მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს თუ ავიღებთ, საქართველო 53 ქვეყანას შორის 43-ე საფეხურზეა.


ალბათ ბევრს დააინტერესებს თუ რომელ პოზიციაზეა საქართველოს ნაკრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ამ 15-ეულში საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილზეა. 15-ეულს უკრაინა ლიდერობს, სამეულს კი რუსეთი და სომხეთი ავსებს. სრული ჩამონათვალი კი ასეთია:




1. უკრაინა (მე-18 ადგილი), 2. რუსეთი (22-ე), 3. სომხეთი (38), 4. უზბეკეთი, (65), 5. ბელორუსი (83), 6. ესტონეთი (93), 7. აზერბაიჯანი (94), 8. მოლდოვა (96), 9. საქართველო (102), 10. ლიტვა (103), 11. ტაჯიკეთი (113), 12. ლატვია (116), 13. ყაზახეთი (128), 14. თურქმენეთი (133), 15. ყირგიზეთი (146).


 

ბოლოსთვის კი ფიფას, 2014 წლის იანვრის რეიტინგის მოწინავე ოცეულს გაგაცნობთ:



1. ესპანეთი          1507

2. გერმანია          1318

3. არგენტინა        1251

4. კოლუმბია        1200

5. პორტუგალია   1172

6. ურუგვაი          1132

7. იტალია            1120

8. შვეიცარია       1113

9. ჰოლანდია        1106

10. ბრაზილია      1102

11. ბელგია           1098

12. საბერძნეთი    1055

13. ინგლისი          1041

14. აშშ                     1019

15. ჩილე                 1005

16. ხორვატია          971

17. კოტ დივუარი   912

18. უკრაინა            907

19. ბოსნია              899

20. საფრანგეთი     893

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016