კულტურა
კინოთეატრ ამირანში „დოკუმენტური ორშაბათები-ს“ მორიგი კინოჩვენება გაიმართება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
18 იანვარი, 2014. 11:33
20 იანვარს, კინოთეატრ ამირანში CinéDOC-Tbilisi on Tour-ის ფარგლებში, „დოკუმენტური ორშაბათები“, მორიგი კინოჩვენება გაიმართება კინომოყვარულებისთვის . ვინც ვერ მოახერხა CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციაში მონაწილე ფილმ “ლინარ“-ის ნახვა, რომელმაც კინოფესტივალზე მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, საშუალება ეძლევა ნახოს ეს ფილმი.
ფილმის მთავარი გმირი ლინარი, პატარა ბიჭია. მას დიდი ადამიანივით გაცნობიერებული აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი გულის გადასანერგად იტალიაში მიემგზავნრება.
ბავშვის ცხოვრება მძიმე განსაცდელებითაა სავსე, არავინ იცის როგორ დამთავრდება ურთულესი ოპერაცია. ძალიან მგრძნობიარე ისტორია და ახალი სიცოცხლის მოლოდინი ლინარის მკურნალი ექიმის მსგავსად გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50