რეგიონები
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზაურ წოწერიას ცხედარი მდინარე ცივში იპოვეს
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
18 იანვარი, 2014. 12:24
სამდღიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდში მცხოვრებ ზაურ წოწერიას ცხედარი მდინარე ცივში იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრთა განცხადებით, მამაკაცი სამი დღის წინ მდინარეზე გადებულ ხიდზე ცხენით გადადიოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.
სამძებრო სამუშაოებს სამეგრელო–ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურები ერთობლივად ახორციელებდნენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57