reportiori.ge - დარეჯან სილაგაძე: ერთადერთი იმედი პრემიერის კეთილსინდისიერებაა - დაინტერესდეს როლანდ ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, ლადო გურგენიძისა და ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:38
პრეს-დაიჯესტი
დარეჯან სილაგაძე: ერთადერთი იმედი პრემიერის კეთილსინდისიერებაა - დაინტერესდეს როლანდ ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, ლადო გურგენიძისა და ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობით!
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 13:41

ახლახან „ექსკლუზივ ნიუსმა“ გენერალური პროკურორის ყოფილ პირველმოადგილეზე, ლაშა ნაცვლიშვილზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რაკავშირი აქვს ლაშა ნაცვლიშვილს „საქართველოს ბანკის“ ყოფილიმეწილის, ელგუჯა სილაგაძის გარდაცვალებასთან?“ მასალისგამოქვეყნებისთანავე რედაქციაში ელგუჯა სილაგაძის დამ დარეჯანსილაგაძემ დაგვირეკა და გვითხრა შემდეგი: „ჩემი ძმისგარდაცვალებიდან ზუსტად 40 დღე გავიდა, გენერალურიპროკურატურიდან ჩვენს ოჯახში არც კი დაურეკავთ. გადავწყვიტე,ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების შესახებ,რომლებმაც ჩემი ძმა სიკვდილამდე მიიყვანეს... ვიწყებ სამართლებრივბრძოლას, არავის დავინდობ, თუნდაც ჩემი ძმასავით დავასრულოსიცოცხლე. ჩემს ძმას სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გაუმწარა,ხოლო სიკვდილი არჩილ კბილაშვილის პროკურატურამ დაუჩქარა.ამიერიდან, ჩემი ძმის „მკვლელებს“ დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ”.

 

- ქალბატონო დარეჯან, თქვენი ძმის გარდაცვალებაში ადანაშაულებთროგორც ყოფილ, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებას. რის საფუძველზეაცხადებთ ამას და თუ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები?

- დიახ, ამის დამადასტურებელი ფაქტია, რომ ჩემი ძმა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ 10%-იანი წილის მფლობელი იყო, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2004 წლიდან იდევნებოდა და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა ამ ჯგუფის ყველა წევრის მიერ, მისი წილის ხელში ჩაგდების მიზნით. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ზურაბ ადეიშვილი,ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური, მისი ძმა ირაკლი გილაური, ლადოგურგენიძე, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილნამიჭეიშვილი და როლანდ ახალაია. იმხანად აქ ჩამოთვლილთაგან ყველას მაღალი თანამდებობები ეკავათ. ეს იყო დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც თანამდებობის პირებისგან შედგებოდა. ისინი ადამიანებს ქონებას ართმევდნენ და, ხალხის თვალის ასახვევად, ვითომ ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდნენ, არადა, ქურდული წესებით ხალხს ფულს თვითონ სძალავდნენ. ჩვენი ოჯახის დევნა, დაყაჩაღება და განადგურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელმა პროკურორმა როლანდ ახალაიამ დაიწყო. მან „საქართველოს ბანკის“ განადგურება სამეგრელოდან „დოსააფის საქმით“ დაიწყო.

- რა შუაში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა „საქართველოსბანკთან“ და, მით უმეტეს, „დოსააფთან“?

როლანდ ახალაიამ შეასრულა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების ბინძური დავალება და ის ზუგდიდის „უნივერმაღის“ საქმეს იძიებდა. ამ საქმეზე დოსააფის უფროსი, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ თოდაძე დააკავა. სწორედ თოდაძეს ათქმევინა როლანდ ახალაიამ, თითქოს მან „საქართველოს ბანკში“ ორი მილიონ 300 ათასი ლარის აქტივი გაანაღდა, რომელიც ყალბი იყო. დაკავებული აიძულეს, ჩემი ძმისთვის დაედო ხელი. ამ დროს თოდაძე ჩემს ძმას საერთოდ არ იცნობდა. დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის ციხიდან გამოუშვეს, ხოლო მიცემული ჩვენების საფუძველზე, „საქართველოს ბანკში“ პროკურატურა შევიდა. ბანკში დაჭერები დაიწყო. დააკავეს რამდენიმე დირექტორი, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ, მათ ციხიდან ჩემს ძმასთან არეკინებდნენ, წილი დათმე და სადაც გეტყვიან, თანხები იქ გადარიცხეთ, თორემ, აქედან ვერასდროს გამოვალთო. მე ამ დროს ვმუშაობდი ისანი-სამგორის პროკურორის მოადგილედ და გამოძიებას ვხელმძღვანელობდი. პროკურატურაში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება მაქვს.როლანდ ახალაიას სტუდენტობიდან ვიცნობდი და, მაშინ როცა, მას არავინ ესალმებოდა და გარიყული იყო, მე მასთან ვმეგობრობდი. თუმცა მან გაუგონარი და არაკაცური დანაშაული ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. ახალაიამ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები მომიგზავნა, მისი მოკლე ჭკუით, ჩემი ძმა უნდა მომეტყუებინა, ჩემი კაბინეტიდან ჩემი ძმის აყვანაში ხელი შემეწყო მე, დას, დარეჯან სილაგაძეს.

- რას ნიშნავს, თქვენი დახმარებით სურდა თქვენი ძმა დაეჭირა, იქნებდააკონკრეტოთ?

-  დაზუსტებით გეტყვით, რომ 2004 წლის ივნისში, ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიც ძალიან პატარა იყო, მოულოდნელად ჯგუფურად რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა, ისე როგორც დამნაშავესთან შედიოდნენ ხოლმე, ესენი იყვნენ ყოფილი ხელისუფლების ძალოვნები. ვკითხე, ვინ ხართ, რა გნებავთ, რამ შეგაწუხათ-მეთქი? მიპასუხეს, რომ ჩვენ ზუგდიდის პოლიციიდან ვართ და თქვენთან როლანდ ახალაიამ გამოგვგზავნაო. არადა, ვიდრე ეს პოლიციელები მოვიდოდნენ, ცოტა ხნით ადრე ჩემი ძმა მესაუბრა. მან მითხრა, როლანდ ახალაია უდანაშაულო ხალხს იჭერსო. მან „საქართველოს ბანკიდან“ ორი ადამიანი დაიჭირა. ჩემი ძმა იყო სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი. პოლიციელები დიდხანს იყვნენ ჩემს კაბინეტში, შემდეგ სასადილოდ გავიდნენ და დაიბარეს, ისევ მოვალთო. ერთ-ერთს საქაღალდე დარჩა და როცა მის წასაღებად შემობრუნდა, მითხრა: ეს საქაღალდე განგებ დავტოვე, შემოსვლის მიზეზი რომ მქონოდა, მე თქვენი მეგობრის მეგობარი ვარ და არ შემიძლია არ გაგაფრთხილოთ, თქვენი ძმა აქ არ მოვიდეს, თორემ ავიყვანთ, ასე გვაქვს ნაბრძანებიო. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გადაგვარჩინა. ცხადია, ჩემი ძმა გავაფრთხილე, ქალაქში არ ევლო და საიმედო ადგილზე ყოფილიყო. ჩემმა ძმამ მითხრა, მე მართალი ვარ და ახალაია ვერაფერს მიზამსო. აი, ასეთი იყო როლანდ ახალიას იდეოლოგია, ჩემს კაბინეტში ძმა უნდა მომეყვანა და მათთვის ჩამებარებია. არადა, სტუდენტობიდან მოყოლებული ოჯახებით ვახლობლობდით.

- თუ შეხვდით როლანდ ახალაიას, და, თუ აგიხსნათ, ეს რატომ გააკეთა?

- რა თქმა უნდა, მეორე დღესვე წავედი ზუგდიდში. დილის 9 საათზე ზუგდიდის პროკურატურაში მივედი. ყველა მიცნობდა და ჩემს დანახვაზე შეწუხდნენ. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მითხრა, როლანდ ახალაია არ მიგიღებს და სჯობს, ჯერ მე შევალ და შემდეგ გაუფრთხილებლად შენ შემოდიო. ასეც მოვიქეცი. როლანდ ახალაია ისეთი ზიზღით შემხვდა, ძმის გამო რომ არ ვყოფილიყავი მისული, ნებისმიერ შემთხვევაში, უკან გამოვბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა, თავი ხელში ავიყვანე და მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. პირველი, რაც ვუთხარი, ეს იყო: როგორ იკადრე ჩემთან პოლიციელების გამოგზავნა, მე ჩემს კაბინეტში უნდა მომეყვანა ჩემი ძმა და შენ უნდა აგეყვანა-მეთქი? იცით, რა მიპასუხა როლანდ ახალიამ? მთელი 10 წელი რომ მშიერი დავდიოდი, მაინტერესებს, ვინ რა გამიკეთეთო... შემდეგ დავიწყეთ კონკრეტულ საქმეზე ლაპარაკი, ვუთხარი რომ, ამ საქმეში თქვენ სუსტები ხართ და აქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება-მეთქი. ისრაელში, პრეზიდენტთან ერთად მიემგზავრება ერთი ადამიანი, რომელიც მას შეატყობინებს ამ საქმის ყველა უკანონობას-მეთქი. ამაზე ახალაია სატანასავით ახარხარდა. ვკითხე, რა გაცინებს-მეთქი და იცით რა მიპასუხა? მე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ზურაბ ადეიშვილისდავალებით ვაკეთებ ამ ყველაფერსო. ერთი რამ გაიგე, არავის აინტერესებს, დანაშაული ვინმემ ჩაიდინა თუ არა, მთავარია, ფულის ამოღება. შენმა ძმამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 მილიონი ლარი უნდა ჩარიცხოსო. არ ჩარიცხავს და პატეიშვილი ზღვაზე რომ ისვენებს, იმასთან სპეც-რაზმს გავუშვებ და დავიჭერ, შენს ძმას თბილისში დავიჭერ და ყველა ხელმძღვანელ მუშაკს დავაკავებ, მერე ხალხი შეესევა „საქართველოს ბანკს“ და თავის ანაბარს სასწრაფოდ გაიტანს... მივხვდი, რომ საშველი არ იყო და შევთანხმდით: 3 დღის განმავლობაში ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი უნდა ჩარიცხულიყო. ზუგდიდიდან რომ ჩამოვედი, მეორე დილას, 9 საათზე ჩემი ძმის მოადგილე დათო ფანჯაკიძე დააკავეს. როლანდ ახალაის დავურეკე ვუთხარი: ხვალ დღის 1 საათისთვის 1 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხული-მეთქი. არა, არა, არაო... დაიწყო კივილი, 1 მილიონი კი არა, 5 მილიონი უნდა ჩაირიცხოსო, ეს ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის განკარგულებააო. შექმნილი ვითარების გამო, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იძულებული გახდნენ, შეკრებილიყვნენ და ხელისუფლების მიერ „შეწერილი“ თანხის გადარიცხვის საკითხი გადაეწყვიტათ. ერთ-ერთმა მეწილემ, „ევრობანკმა“ კატეგორიული უარი თქვა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ უკანონობაზე. „ევრობანკს“ ვერაფერი გაუბედეს და დღესაც „საქართველოს ბანკის“ მეწილეა. გელოვანმა, ჩემმა ძმამ და პატეიშვილმა ხელი მოაწერეს 5 მილიონი ლარის გადარიცხვას. როლანდ ახალაიას დაურეკეს, თანხა რომელ ანგარიშზე გადავრიცხოთო. ახალაიამ უპასუხა, პროკურატურიდან მოვა კაცი და რა ანგარიშსაც წარმოგიდგენთ, იქ ჩარიცხეთო. მართლაც, მოვიდა ვინმე მესხი, რომელიც წარმატებული ფინანსური ოპერაციის ჩატარებისთვის, მსხვილგადამხდელებში თანამდებობაზე დაინიშნა. 5 მილიონი ლარის ნაწილი გადაირიცხა ვანო მერაბიშვილის უწყების ანგარიშზე, 500 ათასი ლარი მსხვილგადამხდელთა კავშირის ანგრიშზე, ხოლო დანარჩენი პროკურატურის ანგარიშზე. თუკი გამოძიება 2 მილიონ 300 ათას ლარს  ედავებოდა, დანარჩენი თანხა რა მიზნით ჩაირიცხა კონკრეტულ ანგარიშზე? ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგდავით ფანჯაკიძე ციხიდან გამოუშვეს. ჩემი ძმა და ფანჯაკიძე აქციების მფლობელები იყვნენ. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მეორე ეტაპი დაიწყო.

- რას გულისხმობთ მეორე ეტაპში?

- როცა ევრობანკის მეწილე, პოტერი ჩამოვიდა, ლადო გურგენიძე, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გილაური და ვანო მერაბიშვილი მასთან სათათბიროდ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას კაბინეტში შეიკრიბნენ. პოტერმა სამართლიანად გამოთქვა საყვედური, ყოველ წელს ბიუჯეტში 15 მილიონს ვიხდი და რაში გადაახდევინეთ ბანკს ამხელა თანხაო. ზურაბ ჟვანიაპატეიშვილს და ჩემს ძმას მიუბრუნდა და უთხრა, თქვენ ამხელა ზარალი მიაყენეთ ბანკს და აქციები უნდა დათმოთო. ამის გამო პატეიშვილმა ინერვიულა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი ოთახში ჩაკეტილი ჰყავდათ და აწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ. მას ნერვიულობის გამო დიაბეტი დაემართა.

- თქვენი ძმა ოთახში ვინ ჩაკეტა?

ნიკა გილაურმა და მისმა ძმამ, ირაკლი გილაურმა, რომელიც „საქართველოსბანკის“ გენერალური დირექტორია, ხოლო ნიკა გილაური თურქეთში ახლახან „საქართველოს ბანკის“ მმართველად დაინიშნა. ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ცხოვრებას არხეინად განაგრძობენ. ჩემი უდანაშაულო ძმის სიცოცხლე კი უსამართლო პროკურატურამ შეიწირა. მიხეილსააკაშვილის რეჟიმმა დააავადმყოფა ჩემი ძმა, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში, არჩილ კბილაშვილის პროკურორობისას, სწორედ პროკურატურის უნიათობას და უპრინციპობას შეეწირა ჩემი ძმის სიცოცხლე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩემმა ძმამ საჩივარი შეიტანა და იმედი მოგვეცა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, დამნაშავეები დაისჯებოდნენ და ჩემს ძმას თავისი კუთვნილი ქონება დაუბრუნდებოდა. მაგრამ პროკურატურამ ჩემი ძმა ცხრაჯერ დაჰკითხა, თუმცა ერთხელაც არ დაუკითხავთ ძმები გილაურები, ლადოგურგენიძე და სხვები. საქმეს ძალიან კარგი გამომძიებელი, ბექა ქათამაძე იძიებდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, საქმე გამოსაძიებლად გენერალურ ინსპექციას გადაეცა. გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა, ლაშა ხარშილაძემ  ჩემი ძმა 9-ჯერ დაკითხა. სულ განერვიულებული იყო, მეუბნებოდა, გამომძიებელი აბუჩად მიგდებს, მიყვირის, შეურაცხმყოფსო. არაფერი შეცვლილა, ისეთივე უსამართლობაა, რაც მიშას დროს იყოო, ისევ დამნაშავეებს მფარველობენო...

- თქვენ ყოფილი გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილისუნიათობასა და უპრინციპობაზე ისაუბრეთ. თქვენი ძმა შეხვდა მას?

- დიახ, რამდენჯერმე შეხვდა და კბილაშვილი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ შენ ცამდე მართალი ხარ და სამართლიანობა აუცილებლად აღდგებაო, მაგრამ კაბინეტიდან რომ გამოდიოდა, სულ სხვა სურათი ხვდებოდა გამომძიებელის, ლაშა ხარშილაძის კაბინეტში. ის დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯაზე კი არა, ჩემი ძმის დადანაშაულებაზე მუშაობდა. არჩილ კბილაშვილი თავისი დუმილით თანამონაწილეა იმ დანაშაულისა, რომელიც ჩემი ძმის მიმართ განხორციელდა. ჩემმა ძმამ 2013 წლის იანვარში საჩივრით მიმართა გენერალურ პროკურორს, საქართველოს ბანკის ინვოისების უკანონო გასხვისებისა და ამ უკანონობის ჩამდენი პირების ირაკლი გილაურის, ავთანდილ ნამიჭეიშვილისა და ლადო გურგენიძის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და მტკიცებულებანიც დაურთო. მიუხედავად ამისა, შედეგი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ არჩილკბილაშვილი ეუბნებოდა, ელგუჯა, შენ მართალი ხარო. დამნაშავეებს კი, ფაქტია, კბილაშვილზე წონიანი ფიგურა მფარველობდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქრთველოს ბანკის“ საქმეს ლაშანაცვლიშვილი ლობირებდა და, მის სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს, ბანკმა2007 წელს აღებული კრედიტი, 500 ათასი აშშ დოლარი ვალი ჩამოაჭრაო.თუ იცით ამის შესახებ?

- ამაზე ყურმოკვრით მაქვს გაგებული, თუმცა ვერაფერს დავადასტურებ. დაბეჯითებით მხოლოდ ერთს ვიტყვი, ლაშა ნაცვლიშვილი კი არა, ვინც უნდა იყოს, ბოლომდე მივყვები და ჩემი ძმის დამცირებას, მის სიკვდილს არავის ვაპატიებ. მოვითხოვ ყოფილი გენერალური პროკურორის დაკითხვას, აგრეთვე, გამომძიებელ ლაშა ხარშილაძის დაკითხვას, ვისგან ჰქონდა დავალებული ჩემი ძმის განადგურება, მოვითხოვ ჩემი ძმის საჩივრის საფუძვლიან შესწავლას, სადაც მან პროკურატურას ლადო გურგენიძისა და ირაკლი გილაურის ერთობლივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე მიაწოდა მასალები.

- ლადო გურგენიძე ახსენეთ. მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას თუაპირებთ?

- ლადო გურგენიძე, სამწუხაროდ, ჩემს მეზობლად ცხოვრობს და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ყოველდღე ვუყურო იმ კაცს, რომელმაც ჩემი ძმის ქონება ხელში უკანონოდ ჩაიგდო. ის იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია, რომელმაც ჩემი ძმა სიკვდილამდე მიიყვანა. ის მდიდარია, ჩემს საცოდავ ძმას კი სკამიც აღარ დარჩა, ყველაფერი ბანკშია ჩადებული და მისი ერთადერთი შვილი მალე ღია ცისქვეშ დარჩება. ლადო გურგენიძემ, არჩევნების ღამეს, „ნაციონალები“ რომ დამარცხდნენ, სამი ტრაილერი დატვირთა და გაიტანა. ამის მოწმე მეზობლები არიან. ის საზღვარგარეთ იყო გაქცეული. ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პროკურატურაში მფარველები გამოუჩნდნენ. ჩემმა ძმამ პროკურატურას იმდენი მტკიცებულებები მიაწოდა, თავისუფლად შეეძლოთ ამ საქმის გამოძიება, მაგრამ პროკურატურამ დამნაშავეებთან გარიგება და მათი მფარველობა არჩია. მე ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო და ჩემი ძმის სიკვდილში დამნაშავე მონაწილეებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ. მინდა „ექსკლუზივნიუსის“ საშუალებით მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონირაკლი ღარიბაშვილს, დაინტერესდეს ჩვენი ოჯახის უბედურებით და პირად კონტროლზე აიყვანოს „საქართველოს ბანკის“ და ჩემი ძმის სიკვდილამდე მიყვანის საქმე. ქართველმა ხალხმა ეს ხელისუფლება სწორედ იმისთვის მოიყვანა, რომ სამართლიანობა აღედგინათ, უდანაშაულო ადამიანები დაეცვათ და არა სიკვდილამდე მიეყვანათ. ჩვენი მიწასთან გასწორებული ოჯახის ერთადერთი იმედი პრემიერის კეთილსინდისიერებაა, მხოლოდ ამ იმედით ვცოცხლობთ მთელი ოჯახი.

 

 

 

                                                             (დარეჯან ლიპარტელიანი, „ექსკლუზივ ნიუსი“)

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016