საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ბერულავა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საინფორმაციო სააგენტოს ამ ეტაპზე შეეშვა და მთელს მის რესურსს რადიოს მოახმარს.
„მინდა ვაცნობო ჩემს მეგობრებს, რომ დღეიდან მე აღარ ვარ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორი. იმის გამო, რომ მთელი ჩემი რესურსი მინდა მოვახმარო რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურსა და რადიო "აფხაზეთის ხმის" ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც რეგულარულად გამოქვეყნდება სიახლეები, ჩემი საინფორმაციო აქტივობა სწორედ ამ მიმართულებით იქნება მობილიზებული.
ვატყობ, რომ გამიჭირდება აქტივობა ორივე მიმართულებით, ამიტომაც, გადავწყვიტე, დავრჩე ერთი-ერთზე და იქ ვიყო მობილიზებული.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი "ნიუპოსტის" კოლექტივს, მის უამრავ მკითხველს, ვუსურვებ წარმატებებს და ავანგარდული პოზიციის შენარჩუნებას მომავალშიც. რასაკვირველია, არანაირი ცვლილება არ შევა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, უბრალოდ, ჩემი რედაქტორობით სიახლეები გამოქვეყნდება ამ საიტზე http://www.fmabkhazia.com/index.php და "ფეისბუქის" ამ გვერდზე: https://www.facebook.com/abkhazetisxma989?ref=hl, სადაც განთავსდება რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის, იმედია, ექსკლუზივებიც.
გმადლობთ ყურადღებისთვის. შესაბამისი ცვლილებები შეტანილია "ფეისბუქზე" ჩემი პირადი გვერდის საინფორმაციო მონაცემებში“, - წერს ლაშა ბერულავა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)