კომპანია „იმიჯ-ცენტრის“ ორგანიზებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა „მის საქართველო 2013“-ის ფინალისტებისა და მთავარი პრიზის წარდგენა. წელს გამარჯვებული მთავარ პრიზად მიიღებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ დაწესებულ ელეგანტურ ავტომობილს, ახალ Toyota RAV4-ს.
შერჩეული 28 გოგონა აქტიურად ემზადება დასკვინთი ღონისძიებისთვის, რომელიც დაგეგმილია 26 იანვარს იმედის სტუდიის მე-4 პავილონში, სადაც კონკურსანტები იბრძოლებენ ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის „მის საქართველო 2013“ ტიტულის მოსაპოვებლად.
პროექტის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. კონკურსანტები ფიზიკურ მომზადებას გადიან სპორტ-კომპლექს „არენაში“. მათ ჩაუტარდათ ფოტოგადაღება „კიკალა-სტუდიოში“. ფინალისტების გარეგნობაზე ზრუნავს სალონების ქსელი „მელანჟი“. მათ ჩაცმულობას უზრუნველყოფენ მოდის სახლი „მარიონელა“ და შუზ-კაფე „მადონა“.
წარმომადგენლობითი ჟიური დაასახელებს ნომინაციებში გამარჯვებულებს, ტოპ ათეულს, ვიცე მისებს და კონკურსის გამარჯვებულს „მის საქართველო 2013“-ს.
ფინალისტების ფოტოები განთავსებულია ღონისძიების „ფეისბუქის“ გვერდზე და ვებ გვერდზე missgeorgia.ge, სადაც მიმდინარეობს ხმის მიცემა, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში „მის ინტერნეტი“.
„მის საქართველო 2013“-ის ტიტულის მფლობელი და ტოპ-ხუთეული გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე.