reportiori.ge - რამზან კადიროვი: დარწმუნებულები ვართ, რომ დოკუ უმაროვი მოკლეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 06:02
მსოფლიო
რამზან კადიროვი: დარწმუნებულები ვართ, რომ დოკუ უმაროვი მოკლეს!
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 14:24

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დოკ უმაროვი შესაძლოა, მოკლეს. მისივე თქმით, მას აქვს სამხილები იმისა, რომ ჩეჩენი ისლამისტი მებრძოლი ცოცხალი აღარ არის.

 

99 %-ით დარწმუნებულები ვართ, რომ უმაროვი ერთ-ერთი ოპერაციის დროს მოკლეს. არსებობს ამის სამხილებიც, თუმცა ამ დრომდე მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ჩვენ განვაგრძობთ ძებნას,აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი.

 

რამზან კადიროვის თქმით, ის, ძირითადად, სატელეფონო ჩანაწერს ეყრდნობა, რომელშიც ორი ისლამისტი მებრძოლი უმაროვის ნაცვლად სხვა ლიდერის არჩევაზე საუბრობს, რაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის თქმით, იმის მანიშნებელია, რომ უმაროვი მკვდარია.


რამზან კადიროვი სხვა სამხილებს არ ასახელებს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა უმაროვის სიკვდილის შესახებ გასული წლის დეკემბერშიც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მაშინაც და ახლაც რუსეთის სპეცსამსახურებმა განცხადეს, რომ მათ დოკ უმაროვის სიკვდილის შესახებ არანაირი ცნობა არ აქვთ.

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016