ყვითელი
მეცნიერებმა დაადგინეს ასაკი, რომლის შემდეგ ადამიანი დაბერებას იწყებს
18 იანვარი, 2014. 14:47
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს ასაკი, რომლის შემდეგ ადამიანი დაბერებას იწყებს. სქესის, ცხვრების წესისა თუ ზომა-წონის მიუხედავად, 39 წლის მერე, ორგანიზმის დაბერება იწყება. მიიჩნევა, რომ ეს არის ის ასაკი, ცხოვრების გზის ის შუა ნაწილი, როდესაც ადამიანში გარდაქმნები იწყება. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ამ ასაკის მერე, ადამიანის ორგანიზმში მიელინის გამომუშავება მცირდება. ესაა ნერვული ბოჭკოს მფარავი სხვადასხვა ლიპიდისა და ცილისაგან შემდგარი თეთრი ცხიმისმაგვარი ნივთიერება.
ამერიკელი მეცნიერების კვლევაში მონაწილეობდნენ მოხალისეები 23-დან 80 წლამდე და დადგინდა, რომ მიელინის გამომუშავებისა და ასევე, ადამიანის აქტიურობის პიკი სწორედ 39 წლის ასაკშია, რის მერეც ორგანიზმში უკუსვლა იწყება.
წყარო: Glob-news
(მოამზადა ანა შანიძემ)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53