reportiori.ge - ცსს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:23
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ცსს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 16:44

არ წყდება კამათი ამერიკელთა   „განსაკუთრებულობის" კონცეპციის გარშემო, რომლის ინიციატორიც ვლადიმირ პუტინია. ბევრი კომენტატორი, მათ შორის ევროპელიც, აღნიშნავს, რომ ამ კონცეპციის ყველაზე საოცარი გამოხატულება ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) თანამშრომლების საქმიანობა იქცა. ამ ადამიანებმა თავი „მსოფლიოს მესიად" წარმოიდგინეს და 70 წლის მანძილზე მთელ მსოფლიოს „უფლის რჩეული" ხალხის ნებას თავს ახვევდნენ.

როგორ ძალიანაც არ უნდოდათ „მამა-დამაარსებლებს", ამერიკული იმპერია უნიკალურ ფენომენად მაინც ვერ იქცა, ყოველ შემთხვევაში ეთიკური თვალთახედვით. შეინიშნება წინამორბედთათვის დამახასიათებელი: ცინიზმი, გლობალური დომინირების მიღწევისთვის ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი საშუალებების გამოყენება, დანარჩენი სამყაროს დიდი თამაშის არეალად აღქმა, საკუთარი ფასეულობების სხვებისთვის თავსმოხვევის ფანატიკური მცდელობა (მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს უფლისგან მონიჭებული ძალაუფლება, თეთრი ადამიანის თანდაყოლილი უფლებები თუ ტოტალური დემოკრატია).

„შეიცანი ჭეშმარიტება და იქმენი თავისუფალი" - ეს ბიბლიური გამონათქვამი ამშვენებს ლენგლიში, ცსს-ს მთავარი შტაბის ვესტიბიულში გამოკრულ მარმარილოს დაფას.

„სამმართველოს ხელმძღვანელებმა, მათთვის დამახასიათებელი ცინიზმით, დევიზად ეს ცნობილი გამონათქვამი აიღეს იოანეს სახარებიდან - აღნიშნავდა 70-იან წლებში New York Times-ის მიმომხილველი სეიმურ ჰერში - იმისათვის, რომ ჭეშმარიტება შეიცნონ გლობალურ სადაზვერვო ქსელს ქმნიან, თავისუფლება კი მათთვის ყოვლისშემძლეობას ნიშნავს". ორგანიზაციის დაარსების დღიდან, მისი თანამშრომლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „რჩეულები" არიან. თავი „მსოფლიოს მესიად" წარმოუდგენიათ, რომელთაც ყველა ცოდვა წინასწარ მიეტევებათ. ასეთი მსოფლმხედველობა ცსს ლეგენდარული უფროსის ალენ დალესის ეპოქაში ჩამოყალიბდა. დალესი ორგანიზაციის ყველა ახალ წევრს საგანგებო რიტუალს უტარებდა: აცმევდნენ შავ ლაბადას და ხელში ხანჯალს აჭერინებდნენ.



ცსს და „გავლენის აგენტები" საბჭოთა კავშირში


1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ცსს-ს მაშინდელი დირექტორი რობერტ გეიტსი დემონსტრაციულად დასეირნობდა წითელ მოედანზე,  გახსნილი შამპანურის ბოთლით ხელში. დასავლელ კორესპონდენტებს კი განუცხადა, გამარჯვების ინდივიდუალურ აღლუმს ვატარებო. მისი სიტყვებით, ეს გამარჯვება სამმართველოს თანამშრომელთა დამსახურება გახლდათ, რომლებიც მიხვდნენ, რომ საბჭოთა იმპერიის დამხობა, მხოლოდ მისი შიგნიდან აფეთქებით შეიძლებოდა. „დიახ, ეს ჩვენ მოვკალით გიგანტური დრაკონი, - აცხადებდა რამდენიმე წლის მერე გეიტსის შემცვლელი ჯეიმს ვულფი, - ჩვენ და ჩვენმა „გავლენის აგენტებმა".

„ცსს აქტიურად უჭერდა მხარს ყველა საბჭოთა დისიდენტს - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში საგარეო დაზვერვის ვეტერანი მიხაილ ლიუბიმოვი - სამმართველოს თანამშრომლები, ამას აკეთებდნენ არა პირდაპირ, არამედ სხვა პირების, თავისი აგენტების მეშვეობით. ყველა ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიას ქადაგებდა ცსს-ს კეთილგანწყობით სარგებლობდა. „რადიო თავისუფლების" თანამშრომლები მოგვიანებით აღიარებდნენ, რომ კადრების შერჩევისას ორგანიზაციის მოსაზრება გადამწყვეტი ხდებოდა. იგივეს თქმა შეიძლება „ამერიკის ხმაზეც". „როდესაც სუკში ვმუშაობდი - იხსენებს პრეზიდენტი პუტინი - „რადიო თავისუფლებას" განვიხილავდით როგორც ცსს-ს პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებას". 1986 წელს „რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის უფროსმა ოლეგ ტუმანოვმა საბჭოთა კავშირში პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღიარა, რომ რადიოსადგურის ყველა ხელმძღვანელი ამერიკის დაზვერვის კადრის ოფიცერი იყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელსაც „ბინძურ საქმეთა დეპარტამენტი" შეარქვეს, რეგულარულად ერეოდა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში, აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებებს იქ, სადაც ვაშინგტონისთვის არასასურველი ხელისუფალი მართავდა.

თუმცა 70-იანი წლებიდან ცსს-მ მეთოდები შეცვალა. ზოგი სპეციალისტის აზრით, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა საბჭოთა კავშირთან ფსიქოლოგიურ ომში გამარჯვება. „ცსს გადასხვაფერდა: მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურებიდან, ეს ორგანიზაცია გადავიდა სერიოზულ და ხანგრძლივ იდეოლოგიურ ალყაზე" - მიიჩნევს სპეცდანაყოფების ისტორიის სპეციალისტი ნიკოლაი დოლგოპოლოვი. - სამმართველოს თანამშრომლებმა აგენტების გადაბირების ნაცვლად დაიწყეს თანამიმდევრული მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მომავალში გავლენიან აგენტებად გადაქცევის პერსპექტივა ჰქონდათ. არსებობს ე. წ. კრიუჩკოვის სია, სადაც გავლენიანი საბჭოთა აგენტების გვარებია ჩამოთვლილი; და ეს ხალხი მუშაობდა ამერიკელებისათვის, უფრო ზუსტად კი ცსს-თვის; ჩამონათვალი კი საკმაოდ სერიოზულია".

სუკის გენერალი იური დროზდოვი იხსენებს, რომ იმდროინდელ გენერალურ მდივანს მიხაილ გარბაჩოვს 1988 წელს წარუდგინეს ეს სია, სადაც ფიგურირებდა ხალხი მისი უახლოესი გარემოცვიდან.

 

 

ბილ კეისის ომი


საბჭოთა კავშირის დაუძლურებაში დიდი როლი ითამაშა ცსს-ს კიდევ ერთმა დირექტორმა უილიამ კეისმა, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში დაარწმუნა რეიგანი, რომ „ბოროტების იმპერია" არც ისე ძლიერი იყო და ფართომასშტაბიანი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში აუცილებლად დაინგრეოდა. მინდა თავად დარწმუნდეთ რამდენად ავადაა მათი ეკონომიკა და რა იოლი სამიზნეა - აღნიშნავდა კეისი რეიგანისთვის გაგზავნილ საიმედო დოკუმენტში. - სსრკ განწირულია. ეკონომიკაში სრული ქაოსია. პოლონეთი აჯანყებულია, რუსები ავღანეთში სერიოზულად გაეჩხირენ და იმპერია მათთვის მძიმე და დაუძლეველ ტვირთად იქცა. ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ ისტორიული შანსი გვაქვს და მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ".

პირველ რიგში კეისიმ მკვეთრად გაზარდა „მოჯაჰედებისთვის" იარაღის მიწოდება. ისლამისტებმა მიიღეს თანამედროვე საზენიტო კომპლექსი - „სტინგერი", რის შემდეგაც რუსული ვერტმფრენები ისე ვეღარ დანავარდობდნენ ავღანეთის საჰაერო სივრცეში.

ცსს-ს მთავარი საზრუნავი საბჭოთა ეკონომიკის ჩამოშლა იყო. 1984 წლის გაზაფხულზე კეისი ჩავიდა საუდიის არაბეთში და დაარწმუნა მეფე ფაჰდი ნავთობის მოპოვების რაოდენობა მკვეთრად გაეზარდა. შედეგად ნავთობის ბაზარი შეირყა, ფასები საბჭოთა ეკონომიკის უმთავრეს რესურსზე 28 დოლარიდან 10 დოლარამდე დაეცა. კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია „ურენგოი-სურგუტ-ჩელიაბინსკის" გაზსადენზე მოწყობილი დივერსია გახლდათ. სხვადასხვა მიმწოდებლების მეშვეობით საბჭოთა კავშირში შემოდიოდა არაკონდიცირებული დეტალები, რამაც მოგვიანებით მძლავრი აფეთქებების სერია გამოიწვია. საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი იზარალა და იძულებული გახდა მისი ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთ გზაზე უარი ეთქვა.

არავინ კამათობს, რომ სსრკ-ს დაშლის უმთავრესი მიზეზი საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები იყო, თუმცა ცსს-ს როლის დაკნინებაც არ შეიძლება. როგორც ისტორიკოსი პიტერ შვეიცერი აღნიშნავს: „სსრკ-ს დაშლის მიზეზების ანალიზისას ცსს-ს საქმიანობის უგულვებელყოფა უეცარი და იდუმალი სიკვდილის გამოძიებას წააგავს, სადაც მკვლელობის ფაქტორი ვერსიად არ განიხილება. თუნდაც მსხვერპლი უკურნებელი სენით ყოფილიყო ავად, გამომძიებელი ვალდებულია ყველა შესაძლო ვერსია განიხილოს".

 

)მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ) 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016