reportiori.ge - სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს აჯამებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:37
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს აჯამებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 12:49

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.  სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა 2013 წლის 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებენ ვადაგასული და საკვებად უვარგისი სურსათის გამოსავლენად. აკრედიტებულ ლაბორატორიებში 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 157 ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 43 ნიმუშში, რაზეც განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები.
ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი 604 სარეალიზაციო ობიექტში განხორციელდა. 
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა 88 ფიზიკური და იურიდიული პირი. ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა 61 ბიზნესოპერატორი. გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაანადგურეს 55442 კილოგრამი მყარი სურსათი; 8 257 ლიტრი თხევადი სურსათი; 12 160 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი); 650 000 ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი.
მიმდინარე წლის 10 ივნისიდან დღემდე ვეტერინარული კონტროლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელდა 21 საწარმოში (სასურსათო კვერცხისა და კვერცხის ფხვნილის, ქათმის გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების, კამეჩის გაყინული ხორცის იმპორტის განხორციელების მიზნით). 
2013 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 365 საწარმოში. 
კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 2 ბიზნესოპერატორთან. კერძოდ, საკონდიტროსა და აგრარულ ბაზარში.  ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით. 
არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 110 საწარმოში. კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 3 ბიზნესოპერატორთან, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. საწარმოო პროცესის შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ და ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით. 
2012 წლის განმავლობაში სულ ინსპექტირებული იყო 11 ბაგა-ბაღის სასადილო, 2013 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში კი - 87.
2012 წლის განმავლობაში განხორციელდა 504 ინსპექტირება. დაჯარიმდა 27 ბიზნესოპერატორი. 2013 წლის ორი კვარტლის განმავლობაში განხორციელდა 836 ინსპექტირება. დაჯარიმდა136 ბიზნესოპერატორი. 
2013 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ცხოველთა დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განხორციელდა ცხოველთა 72 სასაკლაოზე. მათ შორის თბილისში - 4; შიდა ქართლში - 4; სამცხე-ჯავახეთში - 2; ქვემო ქართლში- 12; კახეთში - 13; იმერეთში - 15; მცხეთა-მთიანეთში- 6; გურიაში- 1; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1; და აჭარის ა/რ-ში - 5.
ზედამხედველობის ქვეშ დაიკლა 53 981 სული, მათ შორის: 47 538 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (საშუალოდ 5,704 ათასი ტ. ხორცი); 159 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი; 6 284 ღორი (საშუალოდ 565 ტ. ხორცი) 
2012 წელს საქართველოში მოქმედებდა ცხოველთა 38 სასაკლაო. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებზე სულ დაიკლა 83 073 ცხოველი, აქედან წლის პირველ ნახევარში დაიკლა 35 877 სული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასაკლაოებზე დაკვლების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დიდია მოსახლეობის ინტერესი ნაყინის მიმართ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოიკვლია ქართული წარმოების ნაყინის 9 ნიმუში და დარღვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა. სხვადასხვა წარმოების ნაყინის კვლევა დღესაც გრძელდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016