ვებსაიტმა AskMEN მამაკაცებს იმ ქვეყნების სია წარუდგინა, სადაც მასობრივად ლამაზი ქალები ცხოვრობენ.
პირველ საპატიო ადგილზე ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო გავიდა; როგორც ჟურნალისტი წერს, რიო ცნობილია თვალწარმტაცი სანაპიროთი და ცეცხლოვანი ქალებით. ლამაზი ქალები, სანაპირო ზოლი და ღამის გართობა - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რიოში ვიზიტი იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე გეგმავდით.
მეორე ადგილი შავგვრემანმა და ტემპერამენტიანმა იტალიელებმა დაიკავეს. AskMEN-ის რჩევით, მამაკაცი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს მილანს. მილანი მოდის ცენტრია და რა გასაკვირია, რომ ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძელფეხება მოდელები დადიან. "მილანი მიმზიდველი მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნიდანჩამოსული მოდელების წყალობით არაა; იტალიელი ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ - მონიკა ბელუჩი იტალიელია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - წერს AskMEN.
მესამე ადგილი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასს ერგო. რეიტინგში ვენესუელას შესვლა არავის გააკვირვებს, რადგანაც ყველა საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ამ ქვეყნის წარმომადგენელი იმარჯვებს, ან ფინალისტთა შორისაა.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. რიო-დე-ჟანერიო, ბრაზილია
2. მილანი, იტალია
3. კარაკასი, ვენესუელა
4. კოპენჰაგენი, დანია
5. პრაღა, ჩეხეთი
6. მაიამი და ლოს-ანჯელესი, აშშ
7. სტოკჰოლმი, შვედეთი
8. მონრეალი, კანადა
9. თელ-ავივი, ისრაელი
10. ჰონგკონგი, ჩინეთი