საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 20 იანვარს, 17:00 საათზე, გაიმართება სამინისტროს „წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის" მხარდაჭერით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის პრეზენტაცია.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება:
ოთარ ჭილაძე, „აველუმი" - დიდი ბრიტანეთი
დათო ტურაშვილი, „ჯინსების თაობა" - ჰოლანდია
ქართული მოთხრობის ანთოლოგია - შვედეთი
ჰაინალკა ბაბირაკი, „კავკასიური საქართველო" - უნგრეთი
აკა მორჩიულაძე, "ძველი გულებისა და ხმლისა" / შვედეთი
ზაზა ბურჭულაძე, "გასაბერი ანგელოზი" / საფრანგეთი
ბესო ხვედელიძე, "ფერფლის გემო" / გერმანია
დავით ტურაშვილი, "ჯინსების თაობა" / იტალია
აკა მორჩილაძე, "გასეირნება ყარაბაღში" / აშშ
ჯემალ ქარჩხაძე, "ანტონი და დავითი" / შვედეთი
ანა კორძაია სამადაშვილი, "მე მარგარიტა" / გერმანია
ზაზა ბურჭულაძე, "ადიბასი" /აშშ
ლაშა ბუღაძე, "ლიტერატურული ექსპრესი" / აშშ
ზურაბ ქარუმიძე, "Dagny" / აშშ
ამასთანავე გაიმართება ვაჟა-ფშაველას ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე თარგმნილი და გამოცემული სამი პოემის პრეზენტაცია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ქართული წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ. „წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 2014 წელს იგეგმება სხვადასხვა ენებზე ორჯერ მეტი წიგნის თარგმნა, ვიდრე ეს გასულ წელს მოხდა. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს როგორც ქართული წიგნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოს სტუმრის სტატუსით წარდგენას მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს წიგნის ბაზრობებზე.