კანადელმა მეცნიერებმა პოლ ვაინცვეიგმა და პოლინა ზალიცკიმ კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთისკენ 700 მეტრში წყალქვეშა ნანგრევები იპოვეს.
რობოტის დახმარებით გაკეთდა ატლანტის ოკეანეში იდუმალი ადგილის ფოტოები. მეცნიერთა თქმით, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია მონუმენტური ნაგებობები, მათ შორის ოთხი გიგანტური პირამიდა, რომელთაგან ერთი მათგანი, ჩანს, შუშისგან არის გაკეთებული. ფოტოებზე ასევე ჩანს რაღაც, სფინქსის ქანდაკების მსგავსი და რამდენიმე მონოლითური ნაგებობა.
როგორც მკვლე¬ვრები ვარაუდობენ, აღმოჩენილი ქალაქი ეკუთვნის კარიბის და ცენტრალური ამერიკის ისტორიის კლასიკურის წინა პერიოდს. ეს ადგილი თავის დრ-ოზე შეიძლებოდა ტეოტი¬უაკანის კუ¬ლ¬ტურის მსგავსი წა¬მყვანი ცი¬ვილიზა¬ცი¬ებით ყო-ფი¬ლიყო დასახლებული.
კანადელი მეცნი¬ერების აზრით, პირ¬ველებმა ეს ჩაძირული ქალაქი ამერიკელებმა იპოვეს 1960-იან წლებში, კარიბის კრი¬ზისის დროს, მაგრამ ობიექტი დახურეს. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ისინი კუბის ხელისუფლებამ დაიქირავა და ოკეანის ფსკერის კარტოგრაფიული აღწერა შეუკვეთა. კუბელებს სურდათ, ესპანური ჩაძირული გემების განძის პოვნა, შედეგად კი ქალაქის ნანგრევები აღმოჩნდა.
რა საიდუმლოს ინახავს ბერმუდის სამკუთხედი?
შესაძლოა ბევრს გსმენიათ ბერმუდის სამკუთხედის შესახებ, სადაც უკვალოდ გაუჩინარდნენ საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ამ დროს ობიექტთან წყდებოდა კავშირი, მწყობრიდან გამოდიოდა ყველანაირი ხელსაწყო, ამ მოვლენის ახსნა დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს მთელი რიგი თეორიები, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან ამ მოვლენას.
პირველი შემთხვევა 1945 წელს მოხდა, როდესაც სასწავლო ფრენის დროს გაუჩინარდა 5 საზღვაო თვითმფრინავი. 1991 წელს, სამძებრო ხომალდი ”დიფ სი”, რომელიც ესპანური ოქროთი დატვირთული გალეონის ძიებით იყო დაკავებული, ფორტ-ლოდერდეილის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემთხვევით 250 მეტრის სიღრმეზე გვერდიგვერდ ოთხ ”ევენჯერს” წააწყდა. მეხუთე, ნომრით 28 იპოვეს დანარჩენი ოთხისგან რამდენიმე მილის მოშორებით. საოცარი ის იყო, რომ თვითმფრინავები ბაზიდან, 10 მილში იყო ჩაძირული. მოგვიანებით, თვითმფრინავები შეამოწმეს, თუმცა 5-ვე მათგანი სრულიად უვნებელი იყო, ხოლო ეკიპაჟის წევრთა კვალს ვერსად მიაგნეს. სწორედ 1945 წლიდან მოყოლებული გაჩნდა მრავალი თეორია ბერმუდის სამკუთხედის შესახებ.
პირველი ვერსიის თანახმად მრავალი ათასი წლის წინ დედამიწაზე დაეცა კომეტა, რომელიც ოკეანეში ჩავარდა – სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს. ამ ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ კომეტას განსაკუთრებული ელექტრომაგნიტური თვისებები ჰქონდა, რომელსაც გემების სანავიგაციო სისტემების და კომპასების მწყობრიდან გამოსვლას, კავშირის გაწყვეტას, გაუჩინარებას მიაწერენ.
არსებობს თეორია, რომ გემების ჩაძირვას იწვევდა გაზი, რომელიც ფსკერიდან პერიოდულად ამოდიოდა სეისმური აქტივობის დროს, რაც წყლის სიმკვრივეს მნიშვნელოვნად ამცირებდა და იწვევდა გემის ჩაძირვას, გარკვეულწილად, ეს თეორია სიმართლესთან ახლოს არის – მცირე ზომის ხომალდზე ჩაატარებული ცდის შედეგად, ხომალდი ჩაიძირა, თუმცა ეს თეორია ნამდვილად ვერ ახსნის ხელსწაყოების მწყობრიდან გამოსვლას და მითუმეტეს თვითმფრინავების გაუჩინარებას.
არსებობს თეორია, რომელიც მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა დაფუძნებული. ამ თეორიის თანახმად – ბერმუდის სამკუთხედში არის დროის ხვრელები.
მფრინავი ბრიუს ჯერონის მტკიცებით, 1970 წელს, როდესაც ის მიფრინავდა ბერმუდის სამკუთხედის თავზე კუნძულ ბიმინის მიმართულებით, მან დაინახა უცნაური ღრუბელი, რომელიც შემდეგ ხვრელად გარდაიქმნა და საათს ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა, მან სწორედ ამ ხვრელში გაიარა. ხვრელიდან გამოსვლისას მან შეამჩნია, რომ ბევრად უფრო დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი, ვიდრე მოცემულ დროში უნდა გაევლო.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი ბერმუდის სამკუთხედში არიც უცხოპლანეტელთა ხომალდი, რომლითა უცნაური მოვლენები აიხსნება.
ბერმუდის სამკუთხედში მოხდა შემთხვევა, როდესაც 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ფრენის დროს – ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიო კავშირის დროს პილოტები საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლაზე.
ასევე, ხომალდი “სანდრა”, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს. “სანდრას” ძებნის პროცესი გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში დაიწყო, როდესაც გემი დანიშნულების პორტში არ მივიდა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)