ფსიქოლოგების აზრით, მუსიკა ემოციურად ყველაზე ძლიერად იპყრობს ადამიანს, შესაბამისად, ნერვიულ სტრესს ანელებს და მოთმინებას ზრდის. ეს დასკვნა გლაზგოს შოტლანდიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გამოიტანეს, რომლებმაც ცდები ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ მუსიკას ტკივილგამაყუჩებელი ფუნქციის შეთავსება შეუძლია. ლაბორატორიული კვლევის მიმდინარეობისას, მეცნიერებმა მოხალისეებს სთხოვეს, ხელი ცივ წყალში ჩაედოთ იმდენხანს, რამდენხანსაც ეს შესაძლებელი იყო. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დროს კომედიას აჩვენებდნენ, მეორეს - გონებაში ათვლევინებდნენ, ხოლო მესამეს – საყვარელი მუსიკის მოსმენის საშუალება მისცეს. აღმოჩნდა რომ მუსიკის მსმენელებმა ყველაზე დიდხანს აიტანეს გაყინულ წყალში ხელის ტკივილი. ამიტომ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მუსიკა ემოციურად ყველაზე ძლიერად იპყრობს ადამიანს.