reportiori.ge - ნუ ელით ქართველი ქმრისგან ერთგულებას კუბოს კარამდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
სხვადასხვა
ნუ ელით ქართველი ქმრისგან ერთგულებას კუბოს კარამდე
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 22:54

რუსული ინტერნეტგამოცემა ,,www.intdate.ru“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ყურადღება იმ მომენტებზეა ამახვილებული რაც, მისი აზრით, საქართველოში გათხოვების მსურველმა სლავმა ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ.

პირველ რიგში, მათ  უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ოჯახში ნაწილობრივ პატრიარქატია და ცხოვრება მოუწევთ ქართველი მეუღლის ოჯახთან ერთად, სადაც გადამწყვეტი სიტყვა დედამთილისაა. უნდა შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ქმარი ყველა შეთხვევაში დედის პოზიციას დაიჭერს, თუმცა თქვენთან მარტო დარჩენილი აღიარებს, რომ მართალი ხართ, მაგრამ დედასთან შერიგებას მაინც გთხოვთ.

ნუ ელით ქართველი ქმრისგან ერთგულებას კუბოს კარამდე, აქ მიაჩნიათ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან სიარული ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ცოლებისგან არა მარტო ხორციელ, სულიერ ერთგულებასაც ითხოვენ. დაივიწყეთ დეკოლტეები და მოკლე კაბები. ქართველი მამაკაცები ეჭვიანები არიან და თანაკლასელთანჩატშითქვენს საუბარსაც კი მტკივნეულად განიცდიან. ისინი ძალზე უფრთხილდებიან საკუთარ, როგორც თავად ეძახიან, ,,ნამდვილი მამაკაცისრეპუტაციას.

ქართველი კაცის ცოლი უნდა იყოს ძალიან მშვიდი და არა აქტიური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არაფრის უფლება არა აქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და აქ, მიუხედავად ტრადიციებისა, ქალს მამაკაცთან გათანაბრებული უფლებები აქვს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ქმარი ქალაქიდანაა, ქალაქები კი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. აქ უმრავლესობა რაიონი, სოფელი და რაიონული ცენტრია, სადაც პატრიარქატი მეფობს.

საქართველოში რუსები დღეს ცოტანი არიან და მათაც შერეული ოჯახები აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქალები და მამაკაცები აქ სუფრასთან ხშირად ცალცალკე სხედან. ქალი კი ვალდებულია, რომ სამზარეულოში იტრიალოს და სტუმრებს მოემსახუროს. სამაგიეროდ ქართველები კარგი კავალერები არიან, განსაკუთრებითუცხო ქვეყანაში, და თუ ისინი თქვენს ცოლად მოყვანას გადაწყვეტენ, დამიჯერეთ, რომ ამას აუცილებლად მიაღწევენ კიდეც.

გაითვალისწინეთ, რომ ქართველები საცოლეს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებენ, ვიდრე ცოლს, რადგან მათთვის შეყვარებული გოგონა სხვაა და ცოლისხვა. იგი ცოლად მოყვანამდე დაგარწმუნებთ, რომ რაც კი გსმენიათ ქართველ კაცებზე, სრული სიცრუეა, მაგრამ არ დაუჯეროთ, რადგან ცოლად გაყოლის მერე იგი არც სამზარეულოში დაგეხმარებათ და შვილების აღზრდასაც მთლიანად თქვენ დაგაკისრებთ. ცოლად გაჰყვე ქართველს, – არა მგონია, ვინმემ ეს მიზანი სერიოზულად დაისახოს, გარდა, რა თქმა უნდა, თავად ქართველი გოგონებისა, უცხოელები კი ქართველებს მხოლოდ სიყვარულის გამო მიჰყვებიან და ის, რომ საქართველოში გარკვეულ ჩარჩოებში ცხოვრება მოუწევთ, ამ სიყვარულისთვის არც ისე დიდი საფასურია.“-აღნიშნულია სტატიაში.

 

                                                                                                                                                                   (მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 

სტატის სრული ვერსია იხილეთ: http://intdate.ru/kak-vyjti-zamuzh-za-gruzina/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016