• ჩვენ ხშირად გვიყვარდება მშობლების მსგავსი ადამინები. უმეტესწილად ეს მაშინ ხდება, როდესაც მშობლებთან ჯერ კიდევ დაგვრჩა მოსაგვარებელი ღრმა ბავშვობის დროინდელი პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტას , სრულიად გაუცნობიერებლად, სწორედ ზრდასრულ ასაკში ვცდილობთ.
• თუ წინადადებაში პირველი და ბოლო ასო თავის ადგილზეა, მნიშვნელობა არ აქვს ასოების წყობას, ადამიანის თვალი მაინც სწორად წაიკითხავს და გაიგებს წინადადების აზრს.
• ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთმა დადებითმა მოვლენებმაც კი, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, დაოჯახება თუ ახალ სამსახურში გადასვლა, შესაძლოა, დეპრესია გამოიწვიოს.
• სრულიად უშედეგოა მშობლების დარიგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მავნეა სიგარეტი მაშინ, როდესაც მშობლები თავად არიან მწეველები.
• ფსიქოლოგიაში არსებობს პრინციპი: რაც უფრო მეტს ველით, ამა თუ იმ მოვლენის განვითარების შედეგად, მით უფრო ნაკლებს ვღებულობთ.
• უცნობ ადგილას ყოფნისას, ადამიანები ყოველთვის მარჯვენა მხარეს ირჩევენ. თუ თქვენ არ გინდათ ხალხის მასაში მოხვედრა, ან დიდ რიგში დგომა, ყოველთვის აირჩიეთ მარცხენა მხარე.
• თუ არ იცით რა უყიდოთ საყვარელ ადამიანს, უთხარით მას, რომ უკვე უყიდეთ საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიცნოს. ის სასურველი ნივთების ჩამოთვლას დაიწყებს.
• თუ ღამე კოშმარები გაწუხებთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძილის დროს გცივათ. გამოკვლეულია: რაც უფრო დაბალია საძინებელში ტემპერატურა, მით დიდია შანსი, ცუდი სიზმრები ნახოთ.
• მეცნიერების დაკვირვებით, ცისფერთვალება ადამიანებს შეყვარება სულ რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ადამიანებს ყავისფერი თვალებით შეუძლიათ ერთდროულად ორი უყვარდეთ. მწვანე თვალებასთან ყველაფერი სხვაგვარადაა: შეყვარებულის სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შეიძლება წლები დასჭირდეთ. ადამიანებს, ნებისმიერი სხვა ფერის თვალით, მეორე ადამიანი შეიძლება მხოლოდ ერთი საათის მანძილზე შეუყვარდეთ.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)